Neo Geo CD

Neo Geo CD
შემქმნელი SNK Corporation
პროდუქტის ოჯახი Neo Geo-ს სერია
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ სექტემბერი, 1994
ჩრდ.ამ. ოქტომბერი, 1994[1]
ევრ დეკემბერი, 1995
თავდაპირველი ფასი $399
შეწყდა 1997
გაიყიდა 570,000.[2]
მედია CD-ROM
პროცესორი Motorola 68000 12 მჰც
მონიტორი 304 x 224-ზე გაფართოება
გრაფიკა 4 მბ
წინა Neo Geo AES

Neo Geo CD (იაპონ. ネオジオ?) — მეოთხე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი Neo Geo-ს სერიიდან, შემუშავებული იაპონური კომპანია SNK Corporation-ის მიერ. დაანონსდა 1994 წლის Tokyo Toy Show-ზე[3] და გამოვიდა იმავე წლის სექტემბრის თვეში, მისი კარტრიჯული ანალოგის Neo Geo-ს გამოსვლიდან 4 წლის შემდეგ.

სისტემის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 399 აშშ დოლარი[4] ან 399 ბრიტანული ფუნტი სტერლინგი. იგი გამოიყენებდა 1x-სიჩქარის CD-ROM-ს, რაც იმ დროისთვის მეტად დაბალი მაჩვენებელი იყო და აქედან გამომდინარე, ჩატვირთვებს შორის დიდი დროს ანდომებდა. ამის გამო კომპანიამ იაპონიაში 1995 წლის 29 დეკემბერს გამოუშვა განახლებული ვერსია CDZ,[5][6] რომელსაც გააჩნდა ორჯერ სწრაფი CD-ROM-ის მოწყობილობა.

კონსოლს ჯოისტიკის ნაცვლად თან მოჰყვებოდა გეიმპადი, თუმცა ორიგინალი AES-ის ჯოისტიკი თავსებადი იყო Neo Geo CD-ის სამივე მოდელთან. სისტემა აღჭურვილი იყო იმავე პროცესორით (Motorola 68000 12 მჰც ტაქტური სიხშირით), რითაც მისი წინამორბედი კარტრიჯული სისტემა Neo Geo, ხოლო მეორად პროცესორად გამოიყენებდა Zilog Z80-ს.

კონსოლი ძირითადად მოიცავდა MVS და AES-იდან პორტირებულ თამაშებს. არსებობს რამდენიმე MVS-ის არკადული თამაში, რომელიც არ გამოსულა Neo Geo AES-ისთვის და დაპორტირდა Neo Geo CD-ზე, მათ შორის: Puzzle Bobble, Janshin Densetsu: Quest of Jongmaster, Power Spikes II და სხვა. ასევე არის ისეთი თამაშებიც, რომლებიც ოფიციალურად არ გამოუშვიათ MVS-სა და AES-ზე და გამოიცა Neo Geo CD-ისთვის.

1997 წლის მარტის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა კონსოლის 570,000 ეგზემპლარი. კონსოლმა ვერ შესძლო კონკურენცია გაეწია იმ დროში არსებული მძლავრი სისტემებისთვის, როგორებიც იყო Sega Saturn და PlayStation. 1997 წელს კომპანიამ ოფიციალურად შეწყვიტა მისი წარმოება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Neo Geo CD: The New Kid in Town“. GamePro. IDG (85): 30. ოქტომბერი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Consoles +, issue 73
  3. „Neo Geo CD Brings Arcade Home“. Electronic Gaming Monthly. Ziff Davis (61): 60. აგვისტო, 1994. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  4. „Neo Geo CD to Debut in October“. GamePro. IDG (84): 138. სექტემბერი,1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Neo Geo CD World. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-17. ციტირების თარიღი: 2016-10-22. (ფრანგული)
  6. http://www.obsolete-tears.com/snk-neogeo-cd-machine-226.html (ფრანგული)