Ohne dich (გერმანულად გამოითქმის ონე დიხ, ქართ. უშენოდ) — გერმანულ როკ-ჯგუფ რამშტაინის სიმღერა, რომელიც შესულია 2004 წლის ალბომში Reise, Reise. სიმღერა 2004 წლის 22 ნოემბერს გამოიცა გერმანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში მესამე სინგლის სახით ალბომიდან; სხვა ქვეყნებში სინგლი მხოლოდ მოგვიანებით გამოქვეყნდა. სიმღერა ნელი ტემპისაა და წარმოადგენს რომანტიკულ ბალადას. Ohne dich-ის ცენტრალურ ნაწილში გადმოცემულია ლირიკული გმირის მარტოსულობა. სიმღერისათვის გადაღებულია მუსიკალური ვიდეო.
- CD მაქსი სინგლი[1]
- Ohne dich (ალბომის ვერსია) - 4:31
- Ohne dich (მინა ჰარკერის ვერსია) რემიქსი - Laibach - 4:09
- Ohne dich (Sacred Mix) რემიქსი - სვენ ჰელბიგი - 4:34
- Ohne dich (Schiller-ის მიქსი) - 5:22
- Ohne dich (Under Byen-ის რემიქსი) - 5:48
- Ohne dich (ბეტა ვერსია) - 4:23
- CD სინგლი[2]
- Ohne dich (ალბომის ვერსია) - 4:31
- Ohne dich (მინა ჰარკერის ვერსია) რემიქსი - Laibach - 4:09
|
---|
| | | ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| კომპილაციები | |
---|
| ვიდეოები | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
|