OnePlus 5 | |
---|---|
მწარმოებელი | OnePlus |
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM / CDMA / HSPA / LTE |
საოპერაციო სისტემა | Android 7.1.1 (Nougat) |
კორპუსის ტიპი | ფაბლეტი |
მასა | 153 გრამი |
ზომა | 154,2 x 74,1 x 7,3 მმ |
OnePlus 5 — ჩინური კომპანია OnePlus-ის მიერ 2017 წლის 20 ივნისს წარმოდგენილი სმარტფონი. მოდელს უნდა წოდებოდა OnePlus 4, მაგრამ ციფრი ოთხი ჩინეთში ითვლება უიღბლო ციფრად.[1] OnePlus 5 არის OnePlus 3 მოდელის მემკვიდრე.
OnePlus 5[2] | |
---|---|
ეკრანი | 5.5
Optic AMOLED, 1080 x 1920 px, 16:9 |
ოპერატიული | 6/8 GB |
შიდა მეხსიერება | 64/128 GB |
კამერა | 16+20 MP, AF, HDR, 4K@30fps, 1080p@30/60fps, 720p@30/120/480fps |
სელფის კამერა | 16 MP, 1080p |
ჩიპსეტი | ოქტა-ბირთვი, 4x2.45 GHz & 4x1.9 GHz |
ოპ. სისტემა | Android 7.1.1 (Nougat), OxygenOS 10.0.0 |
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) | 154,2 x 74,1 x 7,3 |
წონა | 153 გ |
DxoMark-მა OnePlus 5-ის კამერა 87 ქულით შეაფასა, ეს iPhone 7-ის მიერ მიღებულ შეფასებაზე მეტია.[3][4][5]
OnePlus 5-ის დიზაინმა გამოიწვია კრიტიკა iPhone 7-ის დიზაინთან მსგავსების გამო.[6][7]
მომხმარებლები უჩიოდნენ „ჟელეს ეფექტს“ — გვერდზე ჩამოყოლის („დასქროლვის“) დროს ეკრანის გამოსახულება იდღაბნებოდა. კომპანიამ განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემა არ არის ეკრანის დეფექტი.[8][9]
კომპანიის გენერალური დირექტორის კარლ პეის თქმით, OnePlus 5 გახდა კომპანიის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი, რომელმაც გაყიდვების შიდა რეიტინგში ჩაანაცვლა OnePlus 3T-ის გაყიდვები.[10]
ინდოეთში გაყიდვების სასტარტო კვირას OnePlus 5-მა დაამყარა გაყიდვების რეკორდი Amazon-ის პლატფორმაზე.[11]
2017 წლის ნოემბერში ნოემბერს OnePlus-ის ინდური ქვედანაყოფის გენერალურმა დირექტორმა ვიკას აგარვალმა განაცხადა, რომ OnePlus 5-ის წარმოება შეჩერებულ იქნა რადგან კომპანია გადაერთო მოდელი OnePlus 5T-ის წარმოებასა და გაყიდვაზე.[12]