OnePlus 6 | |
---|---|
მწარმოებელი | OnePlus |
სიხშირეთა დიაპაზონი |
GSM / CDMA / HSPA / LTE |
საოპერაციო სისტემა | Android 8.1 (Oreo) |
კორპუსის ტიპი | ფაბლეტი |
მასა | 177 გრამი |
ზომა | 155,7 x 75,4 x 7,8 მმ |
OnePlus 6 — ჩინური კომპანია OnePlus-ის მიერ 2018 წლის 16 მაისს ლონდონში წარმოდგენილი სმარტფონი.[1]
OnePlus 6[2] | |
---|---|
ეკრანი | 6.28
Optic AMOLED, 1080 x 2280 px, 19:9 |
ოპერატიული | 6/8 GB |
შიდა მეხსიერება | 64/128/256 GB |
კამერა | 16+20 MP, AF, HDR, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps |
სელფის კამერა | 16 MP, 1080p@30fps |
ჩიპსეტი | ოქტა-ბირთვი, 4x2.8 GHz & 4x1.7 GHz |
ოპ. სისტემა | Android 8.1 (Oreo), OxygenOS 10.3.1 |
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) | 155,7 x 75,4 x 7,8 |
წონა | 177 გ |
DxoMark-მა OnePlus 6-ის კამერა 96 ქულით შეაფასა. 100 ქულა დააგროვა ფოტოს რეჟიმმა, 87 ქულა — ვიდეოს რეჟიმმა.[3]
კომპანიის თქმით, OnePlus 6 წყალგამძლე და მტვერგაუმტარია, მაგრამ მოდელს არ გააჩნია IP სერტიფიკატი.[4][5]
2018 წლის ივლისში გამოჩნდა შეტყობინებები უკანა თავსახურის ბზარზე, რომელიც ჩნდებოდა ფიზიკური ზემოქმედების გარეშე ხმის გადამრთველის გვერდით. ამასთანავე სოცქსელებში გახშირდა მომხმარებელთა ჩივილები დისპლეის ციმციმის გამო. მათი თქმით, პრობლემები გამოჩნდა OxygenOS 5.1.8 პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ. პრობლემა გამოასწორეს OxygenOS 5.1.11 ვერსიაში.[6][7][8][9]
კომპანიის თქმით, OnePlus 6-მა პირველ დღესვა დაამყარა რეკორდი და იქცა OnePlus-ის მოწყობილობათა შორის ყველაზე სწრაფად გაყიდვად სმარტფონად.[10][11]
2019 წლის ივნისში კომპანიამ განცხადა, რომ 22 დღეში გაიყიდა OnePlus სმარტფონის 1 მილიონი ცალი.[12]