OnePlus 8

OnePlus 8
მწარმოებელი OnePlus
სიხშირეთა
დიაპაზონი
GSM / CDMA / HSPA / LTE
საოპერაციო სისტემა Android 10
კორპუსის ტიპი ფაბლეტი
მასა 180 გრამი
ზომა 160,2 x 72,9 x 8 მმ

OnePlus 8 და OnePlus 8 Pro — ჩინური კომპანია OnePlus-ის მიერ Android-ის ბაზაზე წარმოებული სმარტფონები. ორივე მოდელი წარმოადგინეს 2020 წლის 14 აპრილს ონლაინ-პრეზენტაციის ფარგლებში. სერია OnePlus 8 წარმოადგენს სერია OnePlus 7-ის შთამომავალს. სერიის ყველა მოდელს გააჩნია მობილური კავშირგაბმულობის სტანდარტ 5G-ის მხარდაჭერა.

2020 წლის ივნისში OnePlus 8 Pro-მ დაიკავა მე-2 ადგილის AnTuTu-ს რეიტინგში.[1] DisplayMate-მა დააჯილდოვა OnePlus 8 Pro კატეგორიაში "Best Smartphone Display".[2]

ინდოეთში OnePlus 8 Pro-ს პირველი პარტია გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში გაიყიდა.[3][4]

OnePlus 8[5] OnePlus 8 Pro[6]
ეკრანი 6.55

Fluid AMOLED, 1080 x 2400 px, 20:9, 402 ppi

6.78

Fluid AMOLED, 1440 x 3168 px, 513 ppi

ოპერატიული 8/12 GB 8/12 GB
შიდა მეხსიერება 128/256 GB 128/256 GB
კამერა 48+16+2 MP, AF, HDR, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps 48+8+48 MP, AF, HDR, 4K@30/60fps, 1080p@30/60/240fps, 720p@480fps

კამერა OnePlus 8 Pro შეაგროვა 119 ქულა DxOmark-ის რეიტინგში[7]

სელფის კამერა 16 MP, 1080p@30fps 16 MP, 1080p@30fps
ჩიპსეტი ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.8 GHz ოქტა-ბირთვი, 1x2.84 GHz & 3x2.42 GHz & 4x1.8 GHz
ოპ. სისტემა Android 10, OxygenOS 10.0 Android 10, OxygenOS 10.0
ზომა, მმ (სიმაღლე/სიგანე/სიღრმე) 160,2 x 72,9 x 8 165,3 x 74,4 x 8,5
წონა 180 190 გ

პორტალმა DxOMark „OnePlus 8“-ის ხმა 68 ქულით შეაფასა, ხოლო „OnePlus 8 Pro“-მ მოაგროვა 67 ქულა. საერთო აუდიოს რეიტინგში მოდელებმა დაიკავეს მე-11 და მე-12 ადგილები.[8][9]

OnePlus 8 5G UW (Verizon) და OnePlus 8 5G (T-Mobile) არის ვერსიები აშშ-ის ბაზრისთვის; OnePlus 8 სერიაში მხოლოდ მათ აქვთ მინიჭებული წყლისა და მტვერისაგან დაცვის სერტიფიკატი IP68.[10][11]

ვერსია 5G UW გამოშვებულია ერთობლივად ამერიკულ უმსხვილეს მობილურ ოპერატორ Verizon-თან. ეს ვერსია ყველაზე სწრაფია OnePlus 8-ს სერიაში, რადგან მას გააჩნია Ultra Wideband-მხარდაჭერა — კომპანია Verizon-ის სპეციალური ზესწრაფი 5G-ის ვერსია. ვერსია 5G (T-Mobile) ექსკლუზიურად იყიდება მხოლოდ T-Mobile-ის მაღაზაიათა ქსელში.

OnePlus 8 Pro ახალი სმარტფონის კამერის ფოტოქრომატულ ფილტრს აღმოაჩნდა რენტგენის ეფექტი.[12][13] იგი გამჭვირვალეს ხდის რამდენიმე ტიპის პლასტიკს და ტანსაცმელს. პრივატულობის დარღვევის შესახებ ნაგატიური შეფასებების დიდი ტალღის გამო, OnePlus-მა გამორთო ფილტრი ჯერ ჩინურ ვერსიებში, შემდეგ კი მთელს მსოფლიოში.[14]

რამდენიმე ხნის შემდეგ კომპანიამ შესაძლებელი გახადა ფილტრის ჩართვა OxygenOS 10.5.9 განახლებაში.[15][16]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]