Over the Hump — ევროპულ-ამერიკულიპოპ-ჯგუფ The Kelly Family-ს მერვე სტუდიური ალბომი. გამოიცა 1994 წელს, ლეიბლზე KEL-Life Records. ალბომის თანაპროდიუსერები არიან ჰარტმუტ მიულერი და კეიტი კელი.
ავსტრიაში, გერმანიაში და შვეიცარიაში ალბომს დიდი წარმატება ხვდა წილად. კოლექტივი პოპულარული გახდა გერმანულენოვან ქვეყნებში საკმაოდ შეუმჩნეველი სტუდიური და საკონცერტო ჩანაწერების შემდეგ. Over the Hump გამოცემიდან პირველი ხუთი თვის განმავლობაში 1.8 მილიონი ასლის სახით იქნა გაყიდული. მთლიანად გერმანიაში გაიყიდა 2.25 მილიონი დისკი.