Oxygène 3 | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 2 დეკემბერი 2016 | |||
ჩაიწერა | 2016 | |||
ჟანრი | ელექტრონული მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 39:54 | |||
ლეიბლი | Columbia, Sony Music | |||
პროდიუსერი | ჟან-მიშელ ჟარი | |||
ჟან-მიშელ ჟარი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Oxygène 3 | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
Oxygène 3 — ფრანგი ელექტრონული მუსიკოს და კომპოზიტორ ჟან-მიშელ ჟარის მეცხრამეტე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა 2016 წლის 2 დეკემბერს. ჟარმა მისი გამოცემის შესახებ Instagram-ის მეშვეობით განაცხადა[2]. Oxygène 3 გამოიცა Oxygène-ის გამოსვლიდან 40 წლისთავზე.[3][4]
Electronica-ს სერიის ალბომების ჩაწერისას ჟარმა დაწერა კომპოზიცია, რომელმაც დააფიქრა, თუ „როგორი ჟღერადობა ექნებოდა Oxygène-ს იმ შემთხვევაში, თუ იგი დღეს ჩაიწერებოდა“. ვინაიდან ახლოვდებოდა ალბომის 40 წლიანი იუბილე, მუსიკოსმა გადაწყვიტა, შეექმნა Oxygène-ის კიდევ ერთი ნაწილი, ორიგინალური მინიმალისტური მიდგომით, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიით.[5] ტურნეს Electronica ფარგლებში სრულდებოდა ახალი კომპოზიცია Oxygène 17, რომელიც სინგლზე 4 ნოემბერს გამოვიდა. ალბომის გარეკანის შესაქმნელად ჟარმა კვლავ მიიწვია პირველი ალბომის გარეკანის ავტორი მიშელ გრანჟე. ამჯერად მან გამოიყენა იგივე ობიექტი, რაც ორიგინალურ ყდაზეა, თუმცა შეაბრუნა როგორც თავის ქალა, ასევე დედამიწის გამოსახულება.[6]
Oxygène 3 გამოვიდა ცალკე ალბომის სახით CD-ზე, ციფრული ჩამონატვირთის და გრამფირფიტს ფორმატებში, ისევე, როგორც შეფუთვის Oxygène Trilogy სახით. უკანასკნელი წარმოადგენს სერიის სამივე ალბომს, აგრეთვე Oxygène 3-ის გამჭვირვალე გრამფირფიტას. შეფუთვას ახლავს სპეციალური ფოტოალბომი, სამივე ალბომის ჩაწერისას გამოყენებული ტექნიკის აღწერით და ფოტოსურათებით.[7]
ჟარი ალბომის ჩაწერისას იყენებდა სხვადასხვა ინსტრუმენტს და პროგრამას. ესენია Eminent 310 Unique, EMS Synthi AKS, EMS VCS 3, Electro-Harmonix#Phasers.2C chorus and flanger, Electric Mistress, ARP 2600, ARP 2500, Moog Sub 37, OB6, Mellotron D4000, Korg Polyphonic Ensemble, Korg Mini Pops, Metasonix, Digisequencer, TR8, Animoog, Teenage Engineering OP-1, OP12, OP 24, Ochord, Analog Keys, Virus, Dune, Nordlead 1, Monark, RBlocks, Spire, Serum, Cognosphere, Taurus1, Micro Monsta, Philicorda. ალბომი ჩაიწერა Ableton Live-ით, MacBook Pro-ზე.
ყველა კომპოზიციის ავტორია ჟან-მიშელ ჟარი.
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Oxygène Part 14“ | 5:28 |
2. | „Oxygène Part 15“ | 6:40 |
3. | „Oxygène Part 16“ | 6:50 |
4. | „Oxygène Part 17“ | 4:20 |
5. | „Oxygène Part 18“ | 2:48 |
6. | „Oxygène Part 19“ | 5:45 |
7. | „Oxygène Part 20“ | 7:58 |
ჩარტი (2016) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ავსტრიის ალბომები (Ö3 Austria)[8] [9] |
47 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[10] | 30 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[11] | 47 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[12] | 20 |
ფინეთის ალბომები (ფინეთის ოფიციალური ჩარტები)[13] | 23 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[14] | 51 |
გერმანიის ალბომები (Offizielle Top 100)[15] | 34 |
უნგრეთის ალბომები (MAHASZ)[16] | 23 |
პოლონეთის ალბომები (ZPAV)[17] | 33 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[18] | 44 |
შვედეთის ალბომები (Sverigetopplistan)[19] | 46 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[20] | 14 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[21] | 41 |