PC Zone | |
---|---|
სპეციალიზაცია | ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა |
ენა | ინგლისური |
მთავარი რედაქტორი | სტივ ჰოგარტი |
პუბლიკაციის დეტალები | |
გამომცემელი | Future plc |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
პუბლიკაციის ისტორია | ცირკულაცია: 11,357 (იან.09-დეკ.09)[1] 19,023 (იან.08-დეკ.08)[2] 22,297 (იან. 07-დეკ.07) პირველი ნომერი: აპრილი, 1993 ბოლო ნომერი: 2 სექტემბერი, 2010 |
გამოცემის სიხშირე | 13-ჯერ წელიწადში |
ISSN | 0967-8220 |
PC Zone — ვიდეო თამაშებისადმი მიძღვნილი ბრიტანული ჟურნალი, რომელიც გამოიცემოდა 1993-2010 წლებში. აქვეყნებდა მიმოხილვებს, პრევიუებსა და სიახლეებს თამაშების შესახებ. იგი იყო პირველი ჟურნალი დიდ ბრიტანეთში, რომელიც ორიენტირებული იყო მხოლოდ IBM PC-ზე თავსებად კომპიუტერებზე.
PC Zone გამოდიოდა წელიწადში 13-ჯერ და მოჰყვებოდა დისკი, რაზეც განთავსებული იყო ვიდეო თამაშების სადემონსტრაციო ვერსიები, ვიდეოები, მოდები, დრაივერები პატჩები და ა.შ[3].
ჟურნალს 2004 წლამდე უშვებდა კომპანია Dennis Publishing Ltd, ხოლო შემდეგ - Future plc (ჟურნალები PC Zone და Computer And Video Games Future plc-მა შეიძინა 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ). 2010 წელს Future plc-მა განაცხადა ჟურნალის დახურვის შესახებ, ხოლო უკანასკნელი ნომერი გამოიცა 2010 წლის 2 სექტემბერს[4].
|