Pachyrhachis — ნამარხი გველების გვარი. კარგად ჰქონდათ განვითარებული უკანა კიდურები. ნაშთები აღმოაჩინეს ეინ-იაბრუადში, იუდეის მთებში, რამალის მახლობლად, იერუსალიმის ჩრდილოეთით 20 კილომეტრში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ცენტრალურ ნაწილში[1]. იგი ერთ-ერთია იმ 3 გვარიდან, რომელთა წარმომადგენლები ცხოვრობდნენ სენომანურ ერაში (გვიანი ცარცული პერიოდი). უამრავ თანამედროვე პითონსა თუ ბოას შემორჩენილი აქვს პატარა ძვლოვანი შვერილები, რაც მილიონობით წლის წინ განვითარებულ უკანა კიდურებს წარმოადგენდა. გველი სიგრძეში 1 მეტრამდე აღწევდა.
სხვა ცნობილი ნამარხი გველები უკანა კიდურებით:
- ↑ ავტორი ოლივიერ რიეპელი, 2003 "გვიან ცარცული პერიოდის ნამარხი, უკანაკიდურებიანი გველის Haasiophis terrasanctus ანატომია და აღწერილობა” Journal of Paleontology 77(3):536-558