„Peacebone“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — Animal Collective | ||||
ალბომიდან Strawberry Jam | ||||
გამოსვლის თარიღი | 13 აგვისტო, 2007 | |||
ჩაიწერა | იანვარი 2007 | |||
ჟანრი |
ალტერნატიული როკი ექსპერიმენტული როკი ნეო-ფსიქოდელია ფსიქოდელიური პოპი | |||
ხანგრძლივობა | 14:27 (10); 20:14 (12); 29:27 (CD EP) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Domino | |||
ავტორ(ებ)ი | Animal Collective | |||
პროდიუსერი | Animal Collective | |||
Animal Collective — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Peacebone — პირველი სინგლი Animal Collective-ის 2007 წლის ალბომიდან Strawberry Jam, გამოსული 2007 წლის 13 აგვისტოს Domino Records-ზე. ის გამოვიდა სამ სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა შემცველობით.
არსებობს სინგლის სამი განსხვავებული ვერსია. 10 ვინილის B-მხარეზე ჩაწერილია Safer, რომელიც ხშირად სრულდებოდა Strawberry Jam-ის კონცერტების დროს 2005-2006 წლებში. 12 ვინილზე შესულია Peacebone-ის ორი რემიქსი, ერთი Black Dice-ის ხოლო მეორე Pantha du Prince-ის. CD შეიცავს სიმღერებს ორივე ვინილიდან და ლეიბლი მას EP-ად მიიჩნევს.[1]
სიმღერაში მეორდება სიტყვა bonefish.[2] ეს სემპლი აღებულია ორნიტოლოგიის ლაბორატორიის ონლაინ მედია არქივიდან.[3] სიმღერის დანარჩენ ლირიკაზე Avey Tare-მა BBC-სთან ინტერვიუში თქვა:
მე ერთმანეთში ვურევ ვიზუალურ გამოსახულებებს სხვადასხვა ადგილებიდან. [...] მაგრამ ეს ყოველთვის მიდის ქორომდე, რომელიც წარსულით შეპყრობაზეა, რაც მე არ მომწონს. მუსიკა უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე რაღაც, რაზეც იცეკვებ - ის უფრო მეტად ინტერაქტიული უნდა იყოს. ჩვენ ყოველთვის მხოლოდ კარგი სიმღერის დაწერას არ ვცდილობთ, ჩვენ გვინდა ხმის საშუალებით ვეთამაშოთ თქვენს ყურებს ფერებისა და სივრცის მხრივ.[4]
ვიდეოში ბევრი მინიშნებაა 1986 წლის ფილმზე უცხოები. ის მოგვითხრობს ქსენომორფის მსგავსი არსებისა და გოგოს სიყვარულის ისტორიას. კლიპი გადაიღო ტიმოთი საკენტიმ..[5]
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
---|---|---|
1. | „Peacebone“ (ალბომის ვერსია) | 5:14 |
2. | „Safer“ | 9:13 |
3. | „Peacebone“ (Black Dice-ის რემიქსი) | 4:58 |
4. | „Peacebone“ (Pantha du Prince-ის რემიქსი) | 10:02 |
|