„Pigs on the Wing“ | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||||
ალბომიდან Animals | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი |
23 იანვარი, 1977 (ინგლისი) 2 თებერვალი, 1977 (აშშ) | |||
ჩაიწერა | ნოემბერი 1976 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი | |||
ხანგრძლივობა |
1:25 (თითო ნაწილი) 2:50 (ორივე ნაწილი ერთად) 3:25 (8 ფირიანი კასეტის ვერსია) | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Harvest / Capitol | |||
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |||
პროდიუსერი | პინკ ფლოიდი | |||
Animals – სიმღერები | ||||
|
„Pigs on the Wing“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა ალბომზე Animals[1][2]. მისი ავტორია როჯერ უოტერსი. სხვადასხვა წყაროს თანახმად, იგი ეძღვნება როგორც უოტერსის ყოფილ, ასევე იმ პერიოდში შემდგომ მეუღლეს, კეროლაინს.
სიმღერა იყოფა ორ ნაწილად[3]. პირველი ნაწილი ჟღერს ალბომის პროლოგის, ხოლო მეორე — მისი ეპილოგის სახით[3]. ორივე მკვეთრ კონტრასტშია ალბომის სამ სხვა კომპოზიციასთან, ვინაიდან სრულდება მხოლოდ აკუსტიკურ გიტარაზე. იგი ასევე ითვლება ალბომის უფრო ნათელი განწყობის მატარებელ სიმღერად.[4]
პირველი ნაწილის მესამე სტრიქონი აგრეთვე იყო სიმღერის „Raving and Drooling“ შემადგენელი ნაწილი.
1977 წლის საკონცერტო ტურნეში, აშშ-ში დევიდ გილმორი ამ კომპოზიციას ასრულებდა ბას-გიტარაზე. სიმღერა შედიოდა როჯერის 1984-1985 წლების სოლო-პროგრამაში, ისევე, როგორც 1999-2002 ტურნეში და მოხვდა 2016 წლის კონცერტების სერიის სეტლისტში (ასრულებდნენ მეორე ნაწილთან ერთად).
გაყიდვაში ასევე იყო 8 ფირიანი კარტრიჯი - კასეტა, რომელზეც ალბომი რამდენიმეჯერ ზედიზედ იკვრებოდა. ამ ვერსიისათვის სიმღერების პირველი და მეორე ნაწილები გაერთიანებული იქნა სპეციალური გიტარის სოლოს დახმარებით, რომელიც გიტარისტმა სნოუი უაიტმა ჩაწერა[5]. გაერთიანებული ვერსია, ორივე ნაწილით, მოხვდა სნოუი უაიტის 1995 წლის სტუდიურ ალბომში Goldtop: Groups & Sessions[3].
სიმღერის პრომო-ფილმში გამოყენებულია კადრები ალბომის Animals გარეკანის ფოტოს გადაღების სესიებიდან.
მეორე ნაწილის შესახებ როჯერი ამბობდა:
ამ სიმღერის გარეშე Animals უბრალოდ გაშმაგებული კივილი იქნებოდა.[4]
მეორე ნაწილი სრულდებოდა ჯგუფის 1977 წლის ტურნეს In the Flesh ფარგლებში, სოლოს კი კვლავ სნოუი უკრავდა[3]. ამ შემთხვევაში სიმღერა ალბომის კომპოზიციების ციკლის ფინალს არ წარმოადგენდა, ვინაიდან მას „Pigs (Three Different Ones)“ მოჰყვებოდა. როჯერ უოტერსმა სიმღერა საკუთარ სოლო პროგრამაში პირველად 2016 წელს შეიტანა და ასრულებდა პირველი ნაწილის შემდეგ.
|