Progress | ||||
---|---|---|---|---|
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 15 ნოემბერი 2010 | |||
ჩაიწერა | სექტემბერი 2009–აგვისტო 2010 | |||
სტუდია |
Sarm West Studios (ლონდონი, ინგლისი) Electric Lady Studios (ნიუ-იორკი, აშშ) The Village (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) Real World Studios (უილტშირი, ინგლისი) The Record Plant (ლოს-ანჯელესი, კალიფორნია) Tracques (ლონდონი, ინგლისი) ები-როუდის სტუდია (ლონდონი, ინგლისი) | |||
ჟანრი | პოპ-მუსიკა, პოპ-როკი, ელექტროპოპი | |||
ხანგრძლივობა | 47:16 | |||
ლეიბლი | Polydor | |||
პროდიუსერი | სტიუარტ პრაისი | |||
Take That — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Progress | ||||
|
Progress — ჯგუფ Take That-ის მეექვსე სტუდიური ალბომი, რომელიც გამოვიდა ბრიტანეთში 2010 წლის 15 ნოემბერს. ალბომზე მუშაობისას, პირველად მრავალი წლის შემდეგ ჯგუფში დაბრუნდა რობი უილიამსი.[1] შესაბამისად, ეს არის Take That-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი უილიამსთან 1995 წლის შემდეგ.
ალბომს დადებითი შეფასებები ხვდა წილად. კრიტიკოსთა უმრავლესობა განსაკუთრებით აღნიშნავდა ელექტრონული მუსიკისა და სინთეზატორების გავლენას. დისკი გამოსვლისთანავე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს ჩარტის პირველ პოზიციაზე და იქცა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველა დროის რიგით მეორე ყველაზე გაყიდვად ალბომად. გამოსვლიდან 24 დღის შემდეგ მან წლის რეკორდიც დაამყარა, გაიყიდა რა მილიონი ასლის ოდენობით. დღეისათვის ალბომს მინიჭებული აქვს ორმაგი პლატინის სტატუსი, ევროპაში გაყიდული 2 მილიონი ასლის მიხედვით. 2011 წლის 10 ივნისს გამოვიდა EP დისკი Progressed, რომელსაც დამატების სახით ახლავს Progress-იც.
2010 წლის 15 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რობი უილიამსი ჯგუფს დაუბრუნდა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, ჭორები სიმართლეა...რობი დაბრუნდა...და ამ მიზეზით, ჩვენ ჩავწერეთ ახალი ალბომი, რომელიც გამოვა ამ წლის ბოლოს. იმავე დღეს ბრიტანულ პრესაში დაიბეჭდა სტატია ფრაზით: მრავალთვიანი ყოყმანის შემდეგ, დადასტურდა, რომ რობი უილიამსი დაბრუნდა Take That-ში. გერი, ჰოვარდი, ჯეისონი, მარკი და რობი წერენ ალბომს, რომელიც გამოვა ნოემბერში. ალბომზე მუშაობა დაიწყო 2009 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც დასრულდა წარმატებული ტური Take That Presents: The Circus Live, მოგვიანებით დადასტურდა, რომ 'ჯგუფის ხუთივე წევრი ერთმანეთს შეხვდა, რათა ჩაეწერა ექვსი სიმღერა შემდეგი ალბომისთვის'.
ამ ალბომით აღინიშნა ჯგუფის 20 წლიანი კარიერა, ასევე 15 წელი რობისთან ერთად ჩაწერილი უკანასკნელი ალბომიდან Nobody Else. დისკის გარეკანზე გამოტანილი ფოტოსურათის ავტორია ნადავ კანდერი (მას ბარაკ ობამას ფოტოსესია ეკუთვნის).[2] გარეკანზე ჯგუფის წევრები განასახიერებენ მაიმუნის ადამიანად ევოლუციის პროცესს. კრიტიკოსებმა ეს გაფორმება დადებითად შეაფასეს.[3] [4]
ალბომის გამოცემა დაგეგმილი იყო 2010 წლის 22 ნოემბერს[5], მაგრამ გადატანილი იქნა 15 ნოემბერზე. ბარლოუმ ახსნა, რომ ეს მოხდა [6] მას შემდეგ, რაც გადახედეს ეთერში სინგლის როტაციისა და შეკვეთების რაოდენობას.[7][8]. მისივე თქმით, არც ერთი მათი სინგლი ასეთი სიხშირით რადიოეთერში არ გასულა[9] ჯგუფის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმას, რომ დისკი უფრო ადრე გამოიცა მომავალი ტურის მიმართ დიდი ინტერესის გამო [10]
სინგლი The Flood გამოვიდა გაყიდვაში 2010 წლის 7 ნოემბერს. ბრიტანეთში იგი ჩარტების #2 პოზიციაზე მოხვდა და იქცა ჯგუფისათვის რიგით 16-ე სინგლად, რომელიც ამ ქვეყანაში სიმღერების ხუთეული მოხვდა. ირლანდიაში ის #8 პოზიციაზე იყო, თუმცა ერთი კვირის შემდეგ მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და იქცა რიგით მეცხრე სინგლად, რომელიც ამ ქვეყნის საუკეთესო 10-ეულში მოხვედრილა.
ალბომის გამოცემამდე ცნობილი გახდა, რომ იგი უკვე არის წლის ყველაზე მოთხოვნადი წინასწარ შეკვეთილი დისკი.[11] გამოცემის პირველ დღეს გაერთიანებულ სამეფოში გაიყიდა მისი 235.000 ასლი, რითაც ალბომი იქცა საუკუნის ყველაზე გაყიდვად ჩანაწერად.[12][13]
21 ნოემბერს Progress მოხვდა გაერთიანებული სამეფოს ჩარტის პირველ პოზიციაზე, როგორც ჯგუფის რიგით მეექვსე #1 ალბომი. გამოცემიდან პირველი კვირის შემდეგ გაყიდული ასლების რაოდენობა უკვე 520.000-ს შეადგენდა. Progress ამიერიდან უკვე ითვლებოდა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სწრაფად გაყიდვად დისკად.[14] მეორე კვირაში გაიყიდა მისი კიდევ 208.000 ასლი. ამით ალბომი ინარჩუნებდა #1 პოზიციას ჩარტში.[15] შემდეგ კვირაში ასევე გაიყიდა 200.000 ასლი და ალბომი ინარჩუნებდა #1 ადგილს უკვე მეოთხე კვირის განმავლობაში.[16]
8 დეკემბერს მისმა საერთო გაყიდვებმა შეადგინა 1.009 მილიონი ასლი - გამოცემიდან სულ 24 დღეში. საგულისხმოა, რომ ჯგუფის წინა სტუდიურ ალბომს The Circus 2008 წელს გამოცემისას მილიონი გაყიდული ასლის ოდენობის მისაღწევად დასჭირდა უფრო ნაკლები დრო, სულ 19 დღე. Progress უკვე იქცა 2010 წლის პირველ ჩანაწერად, რომლის გაერთიანებულ სამეფოში გაყიდულმა ტირაჟმა ერთ მილიონ ასლზე მეტი შეადგინა.[17]
ირლანდიური ალბომების ჩარტში დისკს ასევე დიდი წარმატება ხვდა წილად. 19 ნოემბერს იგი მოხვდა მის პირველ პოზიციაზე, რითაც, ისევე როგორც გაერთიანებულ სამეფოში ზოგადად, იქცა ირლანდიაში ჯგუფისათვის რიგით მეექვსე #1 ალბომად.[18] #1 პოზიცია მან ასევე დაიკავა შოტლანდიურ ჩარტშიც.[19] ევროპაში წარმატებას ხაზი გაუსვეს გაყიდვებმა გერმანიაში, საბერძნეთში, დანიაში (აქ იგი პირველივე კვირაში 30.000 ასლის ოდენობით გაიყიდა). ავსტრიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, შვედეთსა და შვეიცარიაში ალბომი 10-ეულებში მოხვდა.
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [21] |
BBC Music | (დადებითი)[22] |
Daily Mail | (დადებითი)[23] |
Entertainment.ie | [24] |
The Evening Standard | [25] |
The Express | [26] |
The Guardian | [27] |
The Independent | [28] |
Q | [29] |
Virgin Media | [30] |
ალბომმა დაიმსახურა მუსიკალურ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებები. Q-ს აზრით, ეს არის ტრიუმფი: მუსიკალურად, კონცეპტუალურად, პირადულად.[31]Virgin Media-მ ალბომს მიანიჭა 10-დან 7 ქულა და უწოდა მომატყუებლად ბნელი შემოთავაზება ჩვეულებისამებრ მხიარული ჯგუფის მხრიდან.[30] The Guardian-ისგან ალბომმა მიიღო ხუთიდან ოთხი ქულა და კომენტარი, რომ 1995 წლის შემდეგ Take That-ის პირველი ალბომი, ჩაწერილი კვინტეტის სახით გამოირჩევა ორი ნიშნით: ჭეშმარიტად ახალი ჟღერადობით და რობი უილიამსის ჯგუფის წევრის სახით უმტკივნეულო დაბრუნებით, რაც გადაიზარდა ემოციურ დუეტებში გერი ბარლოუსთან და მარკ ოუენთან. უილიამსმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს აღსანიშნავი თანამედროვე ალბომი.[27] BBC Music-ისგან ალბომს მიენიჭა დადებითი შეფასება: თუკი ალბომის სათაურის თანახმად, ჯგუფის ახალი ჟღერადობა გააერთიანებს და განავითარებს Take That-ის მეორე შემადგენლობასა და რობი უილიამსს, რეალობა თავდაპირველად განსხვავებულია. Progress არის სრულიად ახალი რამ - Take That-ის მესამე ვერსია და ყველაზე უცნაური, ყველაზე ამბიციური და ყველაზე ამაღელვებელი ჩანაწერი, რომლის ჩაწერაშიც მის შემქმნელებს მიუღიათ მონაწილეობა.[22] Yahoo! Music UK ალბომს ანიჭებს 10-დან 8 ქულას. მისი აზრით, აქ მთავარი რობი უილიამსია. მისი ვოკალი დომინირებს 10-დან 7 სიმღერაში, კლავიშებიანი საკრავების მძიმე ჟღერადობას Take That-ის ალბომებთან და მის უკანასკნელ სამ სოლო-ალბომთან ნაკლებად აქვს კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ამ გაერთიანებამ მას უკვე ბევრი კარგი რამ მოუტანა, ეს ცვლილება არც თუ სამართლიანი და თანასწორია.[32]
ედრიან თრილზმა, გამოცემიდან Daily Mail ალბომის პროდიუსერ სტიუარტ პრაისს მაღალი შეფასება მისცა Take That-ის ახალი ჰორიზონტებისკენ გადანაცვლებაში, რასაც არ შეეწირა ჯგუფის მელოდიური სიმძლავრე ან მრავალხმიანი მისამღერები. მიუხედავად ამა თუ იმ მონაკვეთზე სირთულეებისა, Take That იმსახურებს აღნიშვნას ამ რისკის გამო.[23] ჟურნალის NME მიმომხილველ ლუკ ტერნერისგან ალბომმა 10-დან 7 ვარსკვლავი მიიღო. აღინიშნა, რომ ალბომი ტრიუმფალურია და საკმაოდ უხეშად აღწევს სტადიონის სინთპოპური ჟღერადობის მქონე ჩანაწერის სტატუსამდე. ამით Take That გზას უკვალავს სხვა ჯგუფებს.[33] გამოცემაში The Independent ენდი გილი წერდა: პოპ ბალადებს მოკლებული, ეს ალბომი აქტიურად იყენებს ელექტრონულ რითმებსა და ტექსტურებს და ასახავს ცუდ წინათგრძნობებს მეცნიერებასა და კაცობრიობაზე. მის მიერ ალბომი შეფასებული იქნა 5-დან 4 ქულით.[28] AllMusic დისკს ანიჭებს 5-დან 4 ვარსკვლავს და აღნიშნავს, რომ აქცენტი კეთდება არა ჰარმონიებზე, არამედ რითმსა და ტექსტურაზე, ბალადები ადგილს უთმობენ Gorillaz-ის ან სინთეზატორით გაჯერებული გლემის მსგავს კომპოზიციებს. Progress არის ყველაზე შეშლილი და საუკეთესო მუსიკა, რაც Take That-ის მიერ ყოფილა შექმნილი.[21]The Express-ის მიერ ალბომს ასევე დადებითი შეფასება მიენიჭა. მათი აზრით, Progress არის პოპი, რომელიც რ’ნ’ბ და როკ-მუსიკაში გადადის და ეს კარგად არის შესრულებული.[26]The Daily Telegraph-ში ნიკ მაკ-კორმიკის მიერ ალბომს მიენიჭა 5-დან 3 ვარსკვლავი და ითქვა, რომ რობი უილიასმა, როგორც ეტყობა, ჯგუფს ჩაუნერგა ხალისის თავისებური თვისება. [...] მაგრამ ფრთხილად, ეს არ არის ის უილიამსი, რომელიც ასრულებდა სიმღერებს Angels და Let Me Entertain You, ეს არის დამოუკიდებელი მანიაკი ალბომიდან Rudebox, რომელსაც ყველა დასცინოდა. მათ ტაში უნდა დავუკრათ იმის გამო, რომ შექმნეს სახალისო, დიდი, სტადიონებზე გათვლილი ელექტრო ეპიკური ნაშრომი.[34]
ჯგუფმა გამოაცხადა 2011 წელს საკონცერტო ტურნეს ჩატარების შესახებ. ცნობილია, რომ იგი მოიცავს მის 20 წლიანი კარიერის სიმღერებს. 2010 წლის 26 ოქტომბრის პრეს-კონფერენციაზე ლონდონში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. დაგეგმილია ტური დიდ სტადიონებზე, ხო უემბლის სტადიონზე ჩატარდება 8 კონცერტი. 2010 წლის 13 ნოემბერს [35] ITV-ს ეთერში გავიდა დოკუმენტური ფილმი Take That: Look Back, Don't Stare, რომელშიც ძირითადად ასახულია ალბომის ჩაწერის პროცესი. ეს ფილმი 6 დეკემბერს გამოვიდა DVD და Blu-ray ფორმატებში.[36]
დეკემბერში ცნობილი გახდა დამატებითი 4 საკონცერტო თარიღის შესახებ. 3 ივლისის კონცერტი უემბლიზე გადატანილი იქნა 30 ივნისზე.[37]
ალბომის სიმღერების სია ოფიციალურად გახდა ცნობილი ჯგუფის საიტიდან, 201 წლის 19 ოქტომბერს.[38]
ყველა სიმღერის ავტორი — გერი ბარლოუ, ჰოვარდ დონალდი, ჯეისონ ორენჯი, მარკ ოუენი და რობი უილიამსი.
# | სახელწოდება | ვოკალი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|
1. | „The Flood“ | უილიამსი, ბარლოუ | 4:51 |
2. | „SOS“ | ოუენი, უილიამსი | 3:44 |
3. | „Wait“ | უილიამსი, ბარლოუ | 4:15 |
4. | „Kidz“ | ოუენი, უილიამსი ბარლოუ | 4:42 |
5. | „Pretty Things“ | უილიამსი, ბარლოუ | 4:03 |
6. | „Happy Now“ | ბარლოუ, უილიამსი | 4:03 |
7. | „Underground Machine“ | უილიამსი | 4:15 |
8. | „What Do You Want from Me?“ | ოუენი | 4:37 |
9. | „Affirmation“ | დონალდი | 3:54 |
10. | „Eight Letters“ | ბარლოუ | 4:25 |
11. | „Flowerbed“ (დამალული სიმღერა) | ორენჯი | 3:48 |
iTunes გამოცემის დამატებები[39] | ||
---|---|---|
# | სახელწოდება | ხანგრძლივობა |
12. | „Progress in Action“ (ვიდეო) | 5:00 |
Progressed | |||
---|---|---|---|
# | სახელწოდება | წამყვანი ვოკალი | ხანგრძლივობა |
1. | „When We Were Young“ | რობი უილიამსი | 4:32 |
2. | „Man“ | გერი ბარლოუ | 4:37 |
3. | „Love Love“ | გერი ბარლოუ, მარკ ოუენი | 3:44 |
4. | „The Day the Work Is Done“ | მარკ ოუენი, გერი ბარლოუ | 4:02 |
5. | „Beautiful“ | გერი ბარლოუ | 4:13 |
6. | „Don't Say Goodbye“ | გერი ბარლოუ | 3:53 |
7. | „Aliens“ | რობი უილიამსი | 4:48 |
8. | „Wonderful World“ | მარკ ოუენი | 4:58 |
რეგიონი | თარიღი | ლეიბლი | ფორმატი | კატალოგი |
---|---|---|---|---|
ირლანდია | 15 ნოემბერი, 2010 | Polydor | კომპაქტ დისკი, ციფრული ჩამოტვირთვა (სტანდარტული და სპეციალური გამოცემები) |
275592-7 |
გაერთიანებული სამეფო | ||||
გერმანია[40] | 19 ნოემბერი, 2010 | კომპაქტ დისკი, ციფრული გამოცემა | 274478-1 | |
ავსტრალია[41] | Universal International | 2748474 | ||
იაპონია[42] | 24 ნოემბერი, 2010 | UICP1121 | ||
ბრაზილია[43] | 7 დეკემბერი, 2010 |
ყოველკვირეული ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
წლის საბოლოო ჩარტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ავსტრია (IFPI Austria)[84] | პლატინა | 20 000x |
დანია (IFPI Denmark)[85] | 2× პლატინა | 60 000^ |
გერმანია (BVMI)[86] | პლატინა | 200 000^ |
ირლანდია (IRMA)[87] | 6× პლატინა | 90 000x |
იტალია (FIMI)[88] | პლატინა | 60 000* |
ნიდერლანდები (NVPI)[89] | პლატინა | 50 000^ |
შვედეთი (GLF)[90] | ოქრო | 20 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[91] | ოქრო | 15 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[93] | 8× პლატინა | 2,400,000[92] |
ჯამში | ||
ევროპა (IFPI)[94] | 3× პლატინა | 3 000 000* |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |
ალბომის Progress ჩაწერაში მონაწილეობდნენ:[95]
|
|
|