R-Kive | ||||
---|---|---|---|---|
ბოქს-სეტი — | ||||
გამოცემის თარიღი |
22 სექტემბერი 2014 (ბრიტანეთი) 29 სექტემბერი 2014 (მსოფლიო) | |||
ჩაიწერა | 1970-2012 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, პოპ-როკი | |||
ლეიბლი |
Rhino/Atlantic Records (აშშ/კანადა) Virgin EMI Records/UMC (მსოფლიო) | |||
პროდიუსერი | სხვადასხვა | |||
ჯენესისი — ქრონოლოგია | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | [1] |
R-Kive — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის ბოქს-სეტი. იგი გამოიცა 2014 წლის 22 სექტემბერს ბრიტანეთში, ხოლო 2014 წლის 29 სექტემბერს - მთელ მსოფლიოში.[2]
კომპილაცია შედგება სამი CD-ისგან, რომელიც ჯენესისის მთელ კარიერას მიმოიხილავს. გარდა ამისა, მასში შეტანილია ჯგუფის წევრების, პიტერ გებრიელის, სტივ ჰეკეტის, ტონი ბენქსის, მაიკ რეზერფორდის და ფილ კოლინზის პროექტების სიმღერებიც.
კომპილაცია არის BBC-ის დოკუმენტური ფილმის Genesis: Together and Apart თანმხლები. ფილმი ეთერში გავიდა 2014 წლის ოქტომბერში და მიმოიხილავს ჯგუფის ისტორიას და მისი წევრების სოლო კარიერას. იგი DVD და BluRay ფორმატებშიც გამოიცა, სახელწოდებით Genesis: Sum Of The Parts.
ჯენესისის ყველა სიმღერის ავტორები ბენქსი/Collins/Gabriel/Hackett/რეზერფორდი, ყველა სოლო სიმღერის ავტორი შემსრულებელია, გარდა მითითებულისა.
ჯენესისის ყველა სიმღერის ავტორები ბენქსი/კოლინზი/რეზერფორდი, ყველა სოლო სიმღერის ავტორი შემსრულებელია, გარდა მითითებულისა.
ჯენესისის ყველა სიმღერის ავტორები ბენქსი/კოლინზი/რეზერფორდი, ყველა სოლო სიმღერის ავტორი შემსრულებელია, გარდა მითითებულისა.
ჩარტი (2014) | უმაღლესი პოზიცია |
---|---|
ბელგიის ალბომები (Ultratop ფლანდრია)[3] | 42 |
ბელგიის ალბომები (Ultratop ვალონია)[4] | 10 |
ჩეხეთის ალბომები (ČNS IFPI)[5] | 67 |
ჰოლანდიური ალბომები (ალბომების საუკეთესო ასეული)[6] | 12 |
საფრანგეთის ალბომები (SNEP)[7] | 39 |
გერმანიის ალბომები (Media Control)[8] | 23 |
ირლანდიის ალბომები (IRMA)[9] | 56 |
იტალიის ალბომები (FIMI)[9] | 26 |
შოტლანდიის ალბომები (OCC)[10] | 10 |
შვეიცარიის ალბომები (Schweizer Hitparade)[11] | 82 |
ბრიტანეთის ალბომები (OCC)[12] | 7 |