Rattle That Lock — ინგლისელი სიმღერების ავტორ და მუსიკოს დეივიდ გილმორის მეოთხე სტუდიური სოლო-ალბომი. იგი გამოვიდა 2015 წლის 18 სექტემბერს.[2][6][7] ალბომის გამოცემას ევროპაში სექტემბერსა და ოქტომბერში მოჰყვა საკონცერტო ტურნე. 2016 წლის აპრილიდან დაიწყო აშშ-ის და კანადის ტურნე.[2] ალბომის გარეკანის ავტორია დეივ სტენსბი, რომელიც მუშაობდა ობრი პაუელთან ერთად[2].
ალბომი იწერებოდა გილმორის საკუთარ სტუდიებში. ნაწილი ჩაიწერა სტუდიაში Medina, ბრაიტონთან, სესიები ნაწილობრივ მიმდინარეობდა Astoria-შიც. პინკ ფლოიდის უკანასკნელი სტუდიური ალბომი The Endless River ამავე სტუდიებში ჩაიწერა.[2][8] ხმის მიქსი მიმდინარეობდა Astoria-ში, ხოლო გრამფირფიტის ფორმატისთვის ხმის მასტერინგი ჯეიმზ გათრიმ და ჯოელ პლენტიმ კალიფორნიაში ჩაატარეს.[8]
სასათაურო სიმღერა „Rattle That Lock“ დაიწერა SNCF-ის ჯინგლის გავლენით, რომლის ავტორია მიშელ ბუმენდილი. გილმორს ეს ჯინგლი ექს-ან-პროვანსის სადგურზე ესმოდა, გზად მეგობრებთან. მელოდია მანდ საკუთარ iPhone-ზე ჩაწერა.[2][9] სიმღერის ტექსტის ავტორია გილმორის მეუღლე პოლი სემსონი. იგი ეფუძნება ჯონ მილტონის „დაკარგული სამოთხის“ მეორე წიგნს. ბეკ-ვოკალებს სიმღერაში ასრულებენ მიშა პარისი, ლუიზ მარშალი და თავისუფლების გუნდი.[2]
„Rattle That Lock“ ალბომის პირველი სინგლი იყო. მან გაიჟღერა BBC Radio 2-ის The Chris Evans Breakfast Show-ს ეთერში 2015 წლის 17 ივლისს.[2] იმავე დღეს სინგლი ციფრული ჩამონატვირთის ფორმით გავრცელდა.[2][10]
Rattle That Lock Tour 2015 წლის 5 სექტემბერს ბრაიტონში დაიწყო და დასრულდება 2016 წლის 12 აპრილს ნიუ-იორკში.
ლონდონისა და გერმანიის კონცერტების გამოკლებით ყველა დანარჩენი კონცერტი ტარდება ამფითეატრის ტიპის საკონცერტო მოედნებზე.
2015 წლის 31 ივლისს გამოქვეყნდა სიმღერის "Rattle That Lock" ოფიციალური მუსიკალური ვიდეო. იგი Trunk Animation-ის მიერ არის შექმნილი, ალესდერ ბრაზერსტონისა და ჯოკ მუნის ხელმძღვანელობით. პროდიუსერი არის რიჩარდ ბარნეტი. ვიდეოს შექმნაში მონაწილეობდა 12 ანიმატორი, მხატვარი და კომპოზიციების შემდგენელი. გუნდის მხატვრული ხელმძღვანელი იყო ობრი პაუელი. ვიდეოში ანგელოზის დაცემაა ასახული, კერძოდ ლუციფერის და მისი მოგზაურობა პანდემონიუმში, განსაწმენდელსა და ქაოსში, რათა დედამიწა გარყვნას და იქცეს სატანად. ვიდეოს, ისევე, როგორც სიმღერის სიუჟეტი ეფუძნება „დაკარგულ სამოთხეს“.[11]
- CD – მაგარი გარეკანით და 22 გვერდიანი ბუკლეტით
- 180 გრამიანი გრამფირფიტა
- ახლავს 16 გვერდიანი ბუკლეტი სიმღერების ტექსტებით და ციფრული ვერსიის ჩამოსატვირთი კოდით.
- ციფრული ჩამონატვირთი mp3 ფორმატში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება iTunes-ზე და Amazon-ზე
გამოიცემა CD/DVD და CD/Blu-ray ყუთების სახით. მასში შეტანილი იქნება:
- CD ვერსია
- DVD ან Blu-ray დისკი ალბომის 5.1 ჟღერადობის მქონე ვერსიით და მაღალხარისხიანი სტერეოთი
- დისკები მოთავსებულია ფერად კონვერტებში
- 4 ჯემ-სესია სტუდიიდან Barn (მანამდე გამოუცემელი)
- Barn-ის ჯემები ჩაწერილია 2007 წლის იანვარში. მათში მონაწილეობდა რიჩარდ რაიტიც.
- 4 დოკუმენტური ფილმი
- 2 მუსიკალური ვიდეო
- 4 აუდიო ტრეკი, რომელიც არ არის შეტანილი ალბომში
- 32 გვერდიანი წიგნი ტექსტებით/ფოტოსურათებით, მაგარი ყდა
- ორმხრიანი პოსტერი
- საფოსტო ბარათი კონვერტით
- მედიატორი დეივიდ გილმორის სახელით
|
|
6. | „In Any Tongue“ | სემსონი | გილმორი | 6:46 |
7. | „Beauty“ | ინსტრუმენტული | გილმორი | 4:28 |
8. | „The Girl in the Yellow Dress“ | სემსონი | გილმორი | 5:25 |
9. | „Today“ | სემსონი | გილმორი | 5:55 |
10. | „And Then...“ | ინსტრუმენტული | გილმორი | 4:27 |
საერთო ხანგრძლივობა: | 51:28 |
|
|
1. | „Barn Jam 1“ | გილმორი | 4:38 |
2. | „Barn Jam 2“ | გილმორი | 2:57 |
3. | „Barn Jam 3“ | გილმორი | 3:54 |
4. | „Barn Jam 4“ | გილმორი | 4:20 |
5. | „ანიმატორები, Alisdair + Jock“ (დოკუმენტური ფილმი) | | |
6. | „Rattle That Lock“ (მუსიკალური ვიდეო) | გილმორი / სემსონი / ბუმენდილი | 4:26 |
7. | „ანიმატორები, დენი მედენი“ (დოკუმენტური ფილმი) | | |
8. | „The Girl in the Yellow Dress“ (მუსიკალური ვიდეო) | გილმორი / სემსონი | 4:58 |
9. | „პოლი სემსონი და დეივიდ გილმორის ბორისის სიტყვების და იდეების ფესტივალზე“ (დოკუმენტური) | | |
10. | „ალბომის Rattle That Lock შექმნა“ (დოკუმენტური) | | |
11. | „Rattle That Lock (ვრცელი მიქსი)“ (მხოლოდ აუდიო) | გილმორი / სემსონი / ბუმენდილი | 6:24 |
12. | „The Girl in the Yellow Dress (ორკესტრული ვერსია))“ (მხოლოდ აუდიო) | გილმორი / სემსონი | 4:07 |
13. | „Rattle That Lock (Youth-ის მიქსი - 12" ვრცელი რადიო დაბ-ვერსია)“ (მხოლოდ აუდიო) | გილმორი / სემსონი / ბუმენდილი | 8:26 |
14. | „Rattle That Lock (რადიოს ვერსია)“ (მხოლოდ აუდიო) | გილმორი / სემსონი / ბუმენდილი | 3:59 |
- დეივიდ გილმორი – წამყვანი ვოკალი (ყველა); გიტარები (ყველა); ელექტრონული ფორტეპიანო (8-ის გარდა ყველა); ფორტეპიანო (1, 3, 4, 5); SNCF-ის სემპლი (2); Hammond-ის ორგანი (2, 5, 9); ბას-გიტარა (5, 6, 7, 10); ბას-ჰარმონიკა (7); ელექტრონული ფორტეპიანო (9, 10)
- ჯონ კერინი – ელექტრონული ფორტეპიანო (9)
- დეივიდ კროსბი – ბეკ-ვოკალი (4)
- გრემ ნეში – ბეკ-ვოკალი (4)
- დენი კამინგზი – პერკუსია (3, 4, 5, 7, 10)
- სტივ დისტანისლაო – დასარტყმელი საკრავები (2, 3, 5, 7, 9); პერკუსია (2, 3, 7); ბეკ-ვოკალი (2)
- როჯერ ინო – ფორტეპიანო (4, 7)
- მარტინ ფრანსი – დასარტყმელი საკრავები (8)
- გებრიელ გილმორი – ფორტეპიანო (6)
- ჯულს ჰოლანდი – ფორტეპიანო (8)
- დეიმონ იდინსი – აკორდეონი (3); კალიოპა (3)
- რადო კლოუზი – გიტარა (8)
- კრის ლოურენსი – კონტრაბასი (8)
- The Liberty Choir – ბეკ-ვოკალი (2)
- ფილ მანზანერა – Hammond-ის ორგანი (2, 3); კლავიშებიანები (2, 3, 6); აკუსტიკური გიტარა (3, 9)
- ლუიზ მარშალი – ბეკ-ვოკალი (2, 9)
- ენდი ნიუმარკი – დასარტყმელი საკრავები (5, 6, 10)
- აირა ოუენი – ვალტორნა (3)
- ჯონ პარიჩელი – გიტარა (8)
- მიშა პარისი – ბეკ-ვოკალი (2, 9)
- გაი პრეტი – ბას-გიტარა (2, 9)
- მაიკ როუ – ელექტრონული ფორტეპიანო (9)
- პოლი სემსონი – ბეკ-ვოკალი (9)
- იარონ სტავი – ბას-გიტარა (2); კონტრაბასი (2, 4, 5); ბეკ-ვოკალი (2)
- კოლინ სტეტსონი – საქსოფონი (8)
- რიჩარდ რაიტი – ხმის სემპლი (4)
- რობერტ უაიეტი – კორნეტი (8)
- ზბიგნევ პრაისნერი – ორკესტრირება (1, 3, 5, 6, 9, 10)
- მიშელ ბუმენდილი – SNCF-ის ჯინგლის ავტორი (2)
Barn Jam-ების პერსონალი
- დეივიდ გილმორი – გიტარები
- რიჩარდ რაიტი – კლავიშებიანები
- გაი პრეტი – ბას-გიტარა
- სტივ დისტანისლაო – დასარტყმელი საკრავები
|
---|
| სტუდიური ალბომები | |
---|
| საკონცერტო ალბომები | |
---|
| სინგლები | |
---|
| ვიდეო/DVD | |
---|
| ტურნეები | |
---|
| მიწვეული შემსრულებელი და პროდიუსერი | |
---|
| დაკავშირებული სტატიები | |
---|
|