Sleeping with the Past | ||||
---|---|---|---|---|
![]() | ||||
სტუდიური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 29 აგვისტო 1989 | |||
ჩაიწერა | ნოემბერი-დეკემბერი 1988, სტუდია Puk, დანია | |||
ჟანრი | პოპ-მუსიკა, პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 47:55 | |||
ლეიბლი |
MCA (აშშ/კანადა) Rocket | |||
პროდიუსერი | კრის თომასი | |||
ელტონ ჯონი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Sleeping with the Past | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Allmusic | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Chicago Tribune | ![]() ![]() ![]() ![]() |
Los Angeles Times | ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
Sleeping with the Past — ელტონ ჯონის 22-ე სტუდიური ალბომი. იგი გამოვიდა 1989 წლის 29 აგვისტოს. დანიაში (სადაც მუსიკოსი მაღალი გადასახადების გამო მასალის ჩასაწერად გადავიდა) იგი არის ელტონ ჯონის ყველაზე გაყიდვადი ალბომი. ჩანაწერი ეძღვნება ბერნი ტოპენს, მუსიკოსის დიდი ხნის შემოქმედებით პარტნიორს.
ალბომში შეტანილია ელტონ ჯონის რიგით პირველი #1 სინგლი „Sacrifice“, რომელმაც ბრიტანეთში პოპულარობა მოიპოვა და ალბომს ჩარტში #1 პოზიცია მოუტანა.
ელტონ ჯონი და ბერნი ტოპენი ალბომზე მუშაობისას ცდილობდნენ სიმღერებისთვის 1960-იანი წლებისთვის დამახასიათებელი სტილისტიკის მინიჭებას, რომელიც უფრო მათი საყვარელი შემსრულებლების, მარვინ გეის, ოტის რედინგისა და სემ კუკის შემოქმედებას ჰგავდა.
ბრიტანეთში ალბომი აგრეთვე იქცა მუსიკოსის პირველ პლატინის სტატუსის მქონე დისკად, 1983 წლის შემდეგ. აშშ-ში მას 1989 წლის ოქტომბერში ოქროს, ხოლო 1990 წლის აპრილში - პლატინის სტატუსი მიენიჭა. ალბომზე პირველად ელტონ ჯონის კარიერაში უკრავს გაი ბებილონი, რომელმაც მასთან თანამშრომლობა შემდეგი 20 წლის მანძილზე განაგრძო. ფრედ მენდელმა მუსიკოსის ბენდი მალევე დატოვა. ამ პერიოდში, 1990 წელს, მუსიკოსმა რეაბილიტაციის კურსიც გაიარა.
ყველა სიმღერის ავტორები - ელტონ ჯონი / ბერნი ტოპენი.
1998 წლის გამოცემაში „Durban Deep“-ის ვერსიაში შეტანილია ვოკალის განსხვავებული მიქსი და იგი ალბომის ვერსიასზე უფრო ვრცელია (ფინალი 10 წამით უფრო ხანგრძივია).
სიმღერა | ფორმატი |
---|---|
Sad Songs (Say So Much) (ჩაწერილია ცოცხლად ვერონაში) | Healing Hands CD (ბრიტანეთი) |
Dancing in the End Zone | Healing Hands 12"/CD (UK), 7" (აშშ/ბრიტანეთი) |
Love Is a Cannibal | Sacrifice 12"/CD (UK), 7" (აშშ/ბრიტანეთი) |
Give Peace a Chance | Club at the End of the Street 7"/12"/CD (ბრიტანეთი) |
I Don't Wanna Go on with You Like That (ჩაწერილია ცოცხლად ვერონაში) | Club at the End of the Street 12"/CD (ბრიტანეთი) |
Healing Hands (Shep Pettibone Remix aka The Healing Hands Mix) | Healing Hands 12" (ბრიტანეთი) |
ჩარტი (1989–90) | პოზიცია |
---|---|
ავსტრალიის ARIA-ს ალბომების ჩარტი[4] | 2 |
ავსტრიის ალბომების ჩარტი[5] | 5 |
კანადის RPM-ის ალბომების ჩარტი[6] | 23 |
დანიის ალბომების ჩარტი[7] | 7 |
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[8] | 5 |
საფრანგეთის SNEP-ის ალბომების ჩარტი [9] | 2 |
გერმანია - Media Control Albums Chart[10] | 9 |
უნგრეთი[11] | 25 |
იტალიის ალბომების ჩარტი[12] | 6 |
ახალი ზელანდიის ალბომების ჩარტი[13] | 1 |
ნორვეგიის ალბომების ჩარტი VG-lista[14] | 7 |
ესპანეთის ალბომების ჩარტი[15] | 3 |
შვედეთის ალბომების ჩარტი[16] | 23 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[17] | 1 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[18] | 1 |
United States Billboard 200[19] | 23 |
ჩარტი (1989) | პოზიცია |
---|---|
კანადის ალბომების ჩარტი[20] | 63 |
საფრანგეთის ალბომების ჩარტი[21] | 7 |
იტალიის ალბომების ჩარტი[12] | 11 |
შვეიცარიის ალბომების ჩარტი[22] | 23 |
ჩარტი (1990) | პოზიცია |
ავსტრალიის ალბომების ჩარტი[23] | 8 |
ჰოლანდიის ალბომების ჩარტი[24] | 82 |
ბრიტანეთის ალბომების ჩარტი[25] | 9 |
რეგიონი | სერტიფიცირება | გაყიდვები |
---|---|---|
ბრაზილია (Pro-Música Brasil)[26] | ოქრო | 100 000* |
კანადა (Music Canada)[27] | 2× პლატინა | 200 000^ |
საფრანგეთი (SNEP)[28] | პლატინა | 300 000* |
გერმანია (BVMI)[29] | ოქრო | 250 000^ |
იტალია (FIMI)[30] | 4× პლატინა | 400,000* |
ნიდერლანდები (NVPI)[31] | ოქრო | 50 000^ |
ესპანეთი (PROMUSICAE)[32] | პლატინა | 100 000^ |
შვეიცარია (IFPI Switzerland)[33] | 2× პლატინა | 100 000x |
გაერთიანებული სამეფო (BPI)[34] | 3× პლატინა | 900 000^ |
აშშ (RIAA)[35] | პლატინა | 1 000 000^ |
*გაყიდვების მონაცემები სერტიფიცირებაზე დაყრდნობით |