Spoonie Gee | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | გებრიელ ჯექსონი |
აგრეთვე ცნობილი როგორც | Spoonie Gee, The Metropolitician, The Godfather |
დაბ. თარიღი | 1962 |
დაბ. ადგილი | ჰარლემი |
წარმოშობა | ჰარლემი, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | ჰიპ-ჰოპი ფანკი |
საქმიანობა | რეპერი |
აქტიური | 1975-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Enjoy! Records Tuff City Sound of New York, USA |
გებრიელ ჯექსონი (დ. 1962), უფრო მეტად ცნობილი, როგორც Spoonie Gee — ამერიკელი რეპერი. 1970-იანებში იგი იყო ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი პირველი ალბომი გამოსცა. მისი სიმღერები თემების ნაწილი იქცა განგსტა-რეპის ადრეულ ფორმად.
ჯექსონი ცხოვრობდა ჰარლემში, ნიუ-იორკი. მისი ზედმეტსახელი Spoonie მომდინარეობს სიტყვა კოვზიდან, რადგან იგი ბავშვობაში ნებისმიერი საკვების მისაღებად იყენებდა კოვზს[1][2]. როდესაც დედა გარდაიცვალა, იგი მხოლოდ თორმეტი წლის იყო და მოუწია საცხოვრებლად ბიძასთან გადასულიყო, რომელიც იყო მუსიკალური პროდიუსერი ბობი რობინსონი. მის სახლში ჯექსონმა პირველად დაიწყო ვარჯიში რეპის შესრულებაში და ბიძისგან დიდი მხარდაჭერაც მიიღო[1][2][3].
Spoonie-ს პირველი ჩანაწერი შეიქმნა, როდესაც პიტერ ბრაუნი ეწვია რობინსონის მუსიკალურ მაღაზიას და ახსენა, რომ სურდა დისკის ჩაწერა.[3] Spoonie-მ მის ლეიბლ Brown's Sound Of New York-ზე ჩაწერა „Spoonin' Rap“, რომელშიც იყო ნახსენები ციხის თემა - მოგვიანებით პოპულარული განგსტა-რეპში, ხოლო ვოკალი დამუშავებული იყო ექოს ეფექტით - როგორც ეს იამაიკელი დიჯეების ნამუშევრებში ხდებოდა[4]. შემდგომში Spoonie Gee ხშირად უწოდებდნენ „ორიგინალურ განგსტა-რეპერს“[5][6]