„Stop“ | ||
---|---|---|
სიმღერა — პინკ ფლოიდი | ||
ალბომიდან The Wall | ||
გამომცემელი | Pink Floyd Music Publishers Ltd | |
გამოსვლის თარიღი |
30 ნოემბერი 1979 (ბრიტანეთი) 8 დეკემბერი 1979 (აშშ) | |
ჩაიწერა | აპრილი-ნოემბერი 1979 | |
ჟანრი | არტ-როკი | |
ხანგრძლივობა | 0:30 | |
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Harvest (ბრიტანეთი) Columbia (აშშ) | |
ავტორ(ებ)ი | როჯერ უოტერსი | |
პროდიუსერი | ბობ ეზრინი, დევიდ გილმორი, ჯეიმზ გათრი და როჯერ უოტერსი | |
The Wall – სიმღერები | ||
„Stop“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ პინკ ფლოიდის სიმღერა. მისი ავტორია როჯერ უოტერსი.[1][2] სიმღერა შეტანილია 1979 წლის ორმაგ ალბომში The Wall.
ალბომის პერსონაჟი პინკი დაღლილია ფაშისტის როლით და მისი ჰალუცინაციას დასასრულს უახლოვდება. მას საკუთარი თავი სასამართლოზე გაჰყავს.
აზრი ის არის, რომ ნარკოტიკის ეფექტი იკარგება და „Waiting for the Worms“-ში იგი აქეთ-იქით ისვრის საკუთარ თავს - რეალური პიროვნებიდან სხვა პიროვნებაში, რომელიც ელოდება ჭიების გამოჩენას, რათა გაანადგუროს ყოველივე, პასუხად იმაზე, თუ როგორ მოექცნენ და სრულ ილოზაციაზე. საბოლოოდ კი ეს ტირანია მისთვის ზედმეტია და იგი ამბობს - „შეჩერდით“.
ფილმში „პინკ ფლოიდი: კედელი“ სიმღერის სტრიქონებს ასრულებს ბობ გელდოფი, გამოკეტილი საპირფარეშოში. თავისი წიგნიდან იგი კითხულობს კიდევ ორ ლექსს - „Your Possible Pasts“ (ალბომიდან The Final Cut) და „5:11 AM (The Moment of Clarity)“ (უოტერსის პირველი სოლო-ალბომიდან The Pros And Cons Of Hitch Hiking).
როგორც ჯგუფის, ასევე როჯერ უოტერსის 2010-2013 წლების კონცერტებზე სიმღერის შესრულებისას სცენა ბნელდებოდა და რჩებოდა მხოლოდ თოჯინა, რომელიც პინკს განასახიერებდა. The Wall-ის 1990 წლის დადგმაზე, ბერლინში, როჯერ უოტერსმა უბრალოდ გაიძრო უნიფორმა, შებრუნდა და დაიმალა კედლის მიღმა.
|