Supper's Ready

„Supper's Ready“
სიმღერაჯენესისი
ალბომიდან Foxtrot
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 6 ოქტომბერი 1972
ჩაიწერა აგვისტო 1972
ჟანრი პროგრესული როკი
ხანგრძლივობა 22:54
ხმისჩამწერი ლეიბლი Charisma/Virgin(ბრიტანეთი)
Atlantic(აშშ)
ავტორ(ებ)ი პიტერ გებრიელი
კომპოზიტორი ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი
პროდიუსერი დეივიდ ჰიჩკოკი

Supper's Ready“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სიმღერა. მისი სტუდიური ვერსია შეტანილია 1972 წლის ალბომში Foxtrot. კონცერტებზე სიმღერა სრულდებოდა რამდენიმე წლის მანძილზე. საკონცერტო ჩანაწერები შეტანილია ალბომებში Seconds Out (1977), Genesis Archive 1967–75 და Genesis Live 1973–2007. გადამუშავებული ვერსია მოხვდა გიტარისტ სტივ ჰეკეტის 2012 წლის ალბომში Genesis Revisited II.

ინტერვიუში პიტერ გებრიელი ამბობდა: „Supper's Ready“ არის „პირადი მოგზაურობა, რომელიც სრულდება ბიბლიაში იოანეს გამოცხადების ნაწყვეტებით - და ამით დავასრულებდი.“[1]

თითქმის 23 წუთის ხანგრძლივობის კომპოზიცია იყოფა შვიდ სექციად. რამდენიმე მუსიკალური და ლირიკული თემა კვლავ მეორდება. მელოდია I სექციიდან ფლეიტის სახით II და III სექციებში ჟღერს. I სექციის მისამღერის მელოდია ახალი ტექსტით ჩნდება VI სექციაში. II სექციის ნაწყვეტი VI სექციაში ბრუნდება და VII სექციის ძირითად ღერძს წარმოადგენს.

როგორც პროგრესული როკის ჟანრის უამრავი პიესა, სიმღერა რამდენიმეჯერ იცვლება - ტემპის, რიტმის, ლეიტმოტივის, ინსტრუმენტული ნაწილისა და განწყობის მხრივ.[2]

სიმღერის ავტორებად მითითებულები არიან ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, პიტერ გებრიელი, სტივ ჰეკეტი და მაიკ რეზერფორდი. სხვადასხვა ინტერვიუში ბენქსი აღნიშნავდა, რომ მას ეკუთვნის რამდენიმე მუსიკალური პროგრესია, რომელიც ჯერ კიდევ სტუდენტობისას გამოიგონა. გებრიელი ტექსტების ავტორია. კოლინზი სავაუდოდ არანჟირების ავტორია და აგრეთვე იმუშავა ამა თუ იმ სექციის ერთმანეთთან შეერთებაზე.

  1. Peter Gabriel in radio interview on the programme "Rockline", 92.3FM KROCK, NYC, 6/16/86.
  2. Smith, Bradley (1997). Billboard Guide to Progressive Music, First printing, Billboard Books, გვ. 81. ISBN 0-8230-7665-2.