The 1984 Suite | ||||
---|---|---|---|---|
კომპილაციური ალბომი — | ||||
გამოცემის თარიღი | 29 იანვარი, 2016 | |||
ჩაიწერა | 1983–1984 | |||
ჟანრი | პროგრესული როკი, პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 37:43 | |||
ლეიბლი | Mercury, Virgin EMI Records | |||
პროდიუსერი | მაიკ ოლდფილდი, საიმონ ფილიპსი | |||
მაიკ ოლდფილდი — ქრონოლოგია | ||||
|
The 1984 Suite — ბრიტანელი მუსიკოს მაიკ ოლდფილდის რემიქსების კომპილაციური ალბომი, გამოცემული 2016 წელს. მასში შეტანილია სიმღერები ალბომებიდან Discovery და The Killing Fields. კომპილაცია გამოვიდა Discovery-ს დელუქს ვერსიის სპეციალურ შეფუთვასთან, გრამფირფიტის ფორმატში და მოცულობითი ჟღერადობის ალბომის სახით (5.1).[1]
ალბომში შეტანილია მანამდე გამოუცემელი ორი კომპოზიცია: "The Royal Mile", არქივებში აღმოჩენილი ჩანაწერი 1984 წლის პერიოდიდან (სინამდვილეში - "Afghan"-ის, "Tricks of the Light"-ის b-მხარის გადამუშავებული ვერსია) და "Zombies (Halloween Special)" - "Poison Arrows"-ის გადამუშავებული ვერსია, სტივენ ჰოკინგის სტილის რობოტის ხმით, რომელიც "Somebody's out to get you"-ს სანაცვლოდ ასრულებს სტრიქონს "Zombies are out to get you" ალბომში აგრეთვე შეტანილია "The Lake"-ის ვრცელი ვერსია. ყველა სიმღერის მიქსი მომზადდა ორიგინალური მულტიფირიანი ჩანაწერების დახმარებით.