The Heart of Saturday Night — ამერიკელი მომღერალ და სიმღერების ავტორ ტომ უეიტსის მეორე სტუდიური ალბომი, გამოცემული 1974 წლის ოქტომბერში Asylum Records-ზე. მასში შეტანილი სასათაურო სიმღერა ეძღვნება ჯეკ კერუაკს.[6]
ალბომის გარეკანი ეფუძნება ფრენკ სინატრას In the Wee Small Hours-ის გარეკანს.[7] მასზე გამოსახულია დაღლილი უეიტსი, რომელიც გადის ნეონის ნათებით განათებული ბარიდან. მოშორებით დგას ქერა მეძავი, რომელიც მას უყურებს.[8] გარეკანის შემუშავებისას მხატვრული ხელმძღვანელი იყო კელ შენკელი, ხოლო თავად ნახატის ავტორია ლინ ლასკარო..[7]
ყველა სიმღერის ავტორი – ტომ უეიტსი.
|
|
1. | „New Coat of Paint“ | 3:23 |
2. | „San Diego Serenade“ | 3:30 |
3. | „Semi Suite“ | 3:29 |
4. | „Shiver Me Timbers“ | 4:26 |
5. | „Diamonds on My Windshield“ | 3:12 |
6. | „(Looking for) The Heart of Saturday Night“ | 3:53 |
|
|
1. | „Fumblin' with the Blues“ | 3:02 |
2. | „Please Call Me, Baby“ | 4:25 |
3. | „Depot, Depot“ | 3:46 |
4. | „Drunk on the Moon“ | 5:06 |
5. | „The Ghosts of Saturday Night (After Hours at Napoleone's Pizza House)“ | 3:16 |
საერთო ხანგრძლივობა: | 41:28 |