„Turn It On Again“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ჯენესისი | ||||
ალბომიდან Duke | ||||
გამოსვლის თარიღი | მარტი, 1980, (ბრიტანეთი), სექტემბერი, 1980, (აშშ) | |||
ჩაიწერა | 1979- 1980 | |||
ჟანრი | პოპ-როკი | |||
ხანგრძლივობა | 3: 50 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Atlantic | |||
პროდიუსერი | დეივიდ ჰენჩელი, ჯენესისი | |||
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„Turn It On Again“ — ინგლისური პროგრესული როკ-ჯგუფ ჯენესისის სინგლი 1980 წლის ალბომიდან Duke.
სიმღერის ტექსტში საუბარია ადამიანზე, რომელიც მხოლოდ ტელევიზორს უყურებს. ტელეეკრანთან რეგულარული ჯდომის შედეგად იგი ფიქრობს, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც იქ ხედავს, მისი მეგობარია.
სიმღერას ახასიათებს ცვალებადი რითმი - სიმღერისა და მისამღერის რითმი 13/4-თ განისაზღვრება, ხოლო შესავალი და ე.წ. ბრიდჯი (bridge) - ტაქტში ოთხი ცემით.
Turn It On Again, ჯგუფის ერთ-ერთი ადვილად ამოცნობადი სიმღერაა, რომელიც რეგულარულად სრულდება ჯენესისის კონცერტებზე. ასევე ეწოდა 1999 წლის ალბომს Turn It On Again: The Hits' და 2007 წლის მსოფლიო ტურს Turn It On Again: The Tour.
„Turn It On Again“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — ჯენესისი | ||||
ალბომიდან Three Sides Live | ||||
გამოსვლის თარიღი | 1982 | |||
ჩაიწერა | 1982 | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Vertigo | |||
პროდიუსერი | ჯენესისი | |||
ჯენესისი — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Turn It On Again ასევე გამოიცა როგორც პრომო-დისკი 1982 წლის საკონცერტო ალბომისთვის Three Sides Live. სინგლში, ამ სიმღერის გარდა შეტანილია კიდევ ორი ცოცხლად ჩაწერილი სიმღერა - Me And Sarah Jane და Who Dunnit?.