Twin Freaks | ||||
---|---|---|---|---|
რემიქსული ალბომი — Twin Freaks | ||||
გამოცემის თარიღი | 14 ივნისი 2005 | |||
ჩაიწერა | 2004-2005 | |||
ჟანრი | ელექტრონიკა | |||
ხანგრძლივობა | 53:45 | |||
ლეიბლი |
Parlophone 0946 3 11300 1 4 E1-11300 | |||
პროდიუსერი |
პოლ მაკ-კარტნი, Freelance Hellraiser | |||
პოლ მაკ-კარტნი — ქრონოლოგია | ||||
| ||||
სინგლები ალბომიდან Twin Freaks | ||||
|
მიმოხილვების ქულები | |
---|---|
წყარო | რეიტინგი |
Encyclopedia of Popular Music | [1] |
Twin Freaks — ინგლისელი როკ-მუსიკოს პოლ მაკ-კარტნის და დიჯეი და პროდიუსერ როი კერის თანამშრომლობით შექმნილი, ამავე სახელწოდებით დუეტის სახელით გამოცემული ალბომი. მასში შევიდა მაკ-კარტნის სიმღერების რემიქსები. გამოიცა 2005 წლის 14 ივნისს ლეიბლზე Parlophone, როგორც ორმაგი გრამფირფიტა, CD ფორმატში კი არ გამოცემულა.
პოლ მაკ-კარტნიმ და როი კერიმ შექმნეს ეს ორმაგი ალბომი, როგორც მათი თანამშრომლობის გაგრძელება, მას შემდეგ, რაც კერი მონაწილეობას იღებდა მაკ-კარტნის ტურნეში 2004 წელს, სადაც „მოთელვაზე“ ასრულებდა მაკ-კარტნის მუსიკალური თემების რემიქსებისგან შემდგარ ნახევარსაათიან სეტს, ხშირად გაურკვეველი ან ძნელად აღსათქმელი სახით. ამ სეტის ძირითადი იდეა ჩაიდო ალბომის არსში. მანამდე, 2002 წელს კერიმ გამოუშვა ასევე პოლის სიმღერებზე დაფუძნებული მეშაპ-ალბომი A Stroke of Genius[2].
მუშაობის პროცესში ალბომისთვის შერჩეული მაკ-კარტნის ყველა სიმღერა გადასხვაფერდა და შესამჩნევად გადაკეთდა. გაურკვეველია, ამ ორი პარტნიორიდან ვინ იღებს პასუხისმგებლობას ერთობლივი მუშაობის ამა თუ იმ ასპექტზე.
ალბომი გამოიცა როგორც ორმაგი გრამფირფიტა, ასევე როგორც ციფრული ჩამონატვირთი, Windows Media Audio-ს (WMA) ფორმატში.
გარეკანი და ალბომის შიდა გაფორმება გაკეთებულია მაკ-კარტნის სურათების გამოყენებით, რომელიც ფერთა გამაში და სტილში ჰგავს მხატვარ ვილემ დე კუნინგის ნამუშევრებს. მაკ-კარტნი ადრე იცნობდა ამ იმ დროისათვის გარდაცვლილ მხატვარს, რომელთანაც აკავშირებდა მხატვრობის მსგავსი სტილი.
2005 წლის 6 ივნისს ასევე შეზღუდული ტირაჟით გამოიცა ერთგვერდიანი 12" გრამფირფიტა სიმღერებით „Really Love You“-ს და „Lalula“.[3]
2012 წლის 24 აპრილს ალბომი ხელახლა გამოიცა iTunes Store-სთვის და Amazon.com-თვის, როგორც ციფრული ჩამონატვირთი, MP3-ის ფორმატში.