WISE 0855−0714-ის ცაზე მოძრაობის ხანგრძლივი გადაღების შედეგად მიღებული ფოტოების მიმდევრობა WISE-სა და სპიცერის ტელესკოპებიდან.[1] | |
დაკვირვების მონაცემები | |
---|---|
ეპოქა: | J2000 |
თანავარსკვლავედი: | ჰიდრა |
პირდაპირი ასვლა: | 08სთ 55წთ 10,83წმ |
დახრილობა: | -7გრად 14მინ 42,5სეკ |
მანძილი: | 7,53± 0,26 სინათლის წელიწადი(2,31 ± 0,08 პარსეკი) |
მასა: | ~3–10 MJup |
აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე: | |
WISE 0855−0714 (სრული სახელი: WISE J085510.83−071442.5[2]) — (სუბ-)ყავისფერი ჯუჯა 2,31 ± 0,08 პარსეკის (7,53 ± 0,27 სინათლის წელიწადი) მოშორებით დედამიწიდან, რომლის აღმოჩენა 2014 წლის აპრილში კევინ ლუჰმანმა განაცხადა WISE-დან მიღებული მონაცემებით.[1] 2014 წლის მონაცემებით, მას აქვს მესამე ყველაზე მაღალი მახასიათებელი მოძრაობა (8130 ± 22 მაწ/წ[3]) ბარნარდის ვარსკვლავისა (10300 მაწ/წ) და კაპტეინის ვარსკვლავის (8600 მაწ/წ) შემდეგ. 2014 წლის მონაცემებით, ის აგრეთვე არის მეოთხე ყველაზე დიდი პარალაქსის (433 ± 15 მაწ[3]) მქონე ვარსკვლავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეოთხე ყველაზე ახლოს მყოფი ეგზოპლანეტური სისტემაა მზესთან.[1] ის აგრეთვე ამ ტიპის ყველაზე ცივი ობიექტია ვარსკვლავთშორის სივრცეში, რომლის ტემპერატურა −48-დან −13 °C-მდეა.[1]