„We Will Rock You“ | |
---|---|
რეჟისორი | სოლ სვიმერი |
პროდიუსერი | სოლ სვიმერი, ჯიმ ბიჩი |
მუსიკა | Queen |
გამოსვლის თარიღი |
1984 (VHS) 2007 (DVD) |
შემდეგი | The Freddie Mercury Tribute Concert |
We Will Rock You — ჯგუფ Queen-ის 1981 წლის 24 და 25 ნოემბერს მონრეალში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი. სხვადასხვა წლებში იგი ვრცელდებოდა არაოფიციალური სახით, თუმცა 2007 წელს გამოიცა როგორც Queen Rock Montreal, Eaglevision-ის მიერ. ასევე გამოვიდა მისი აუდიოჩანაწერი (Hollywood Records/Parlophone Records/EMI) და სამმაგი გრამფირფიტა.
აგრეთვე გამოსულია სპეციალური ორმაგი DVD (Queen Rock Montreal/Live Aid), რომელიც მოიცავს ჯგუფის გამოსვლას მარათონზე Live Aid, ისევე, როგორც იშვიათ ინტერვიუებსა და რეპეტიციის ჩანაწერებს. 2007 წლის 4 დეკემბერს გამოვიდა კონცერტის HD-DVD და Blu-Ray ვერსიები.
სიმღერები „Flash's Theme“ და „The Hero“ (დაწერილი მეის მიერ) ასევე სრულდებოდა ამ კონცერტებზე, მაგრამ ამოღებულია ფილმიდან. ისინი შეტანილია Queen Rock Montreal-ში. იმავე DVD-ზე ასევე შესაძლებელია ტეილორისა და მეის კომენტარების ჩართვა და გამორთვა. We Will Rock You-ს DVD გამოცემაში დამატებულია სოლ სვიმერის (რეჟისორისა და პროდიუსერის) კომენტარები.