Windows Phone Store | |
---|---|
ავტორი | Microsoft |
მწარმოებელი | Microsoft |
გამოვიდა | 21 ოქტომბერი, 2010 |
ოს | Windows Phone |
სტატუსი | აქტიური (340,000 აპლიკაცია 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით)[1] |
ჟანრი | ციფრული დისტრიბუცია |
საიტი | https://www.microsoft.com/en-GE/store/apps/windows-phone?rtc=1 |
Windows Phone Store — კორპორაცია Microsoft-ის მიერ Windows Phone-ისთვის შექმნილი ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს აპლიკაციებით უზრუნველყოფს. Windows Phone Store-მა (თავდაპირველად Windows Phone Marketplace[2]) მუშაობა Windows Phone 7-ის გამოსვლასთან ერთად, 2010 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო. ინტერნეტ-მაღაზია ხელმისაწვდომი იყო, როგორც Windows Phone-ით აღჭურვილი ტელეფონებით, ისე ბრაუზერის დახმარებით.[3] 2012 წლის ივნისში კომპანიამ ოფიციალურად წარადგინა 100 000-ზე მეტი აპლიკაცია.[4] 2014 წლის ნოემბრისთვის აპლიკაციათა საერთო რაოდენობა 340 000-მდე გაიზარდა.
Windows Phone 7-ის აპლიკაციები ძირითადად შექმნილია Silverlight-ის, XNA-სა და .NET Compact Framework-ის ბაზაზე.[5][6] ამისათვის გამოყენებულია პროგრამები: Microsoft Visual Studio და Microsoft Blend.[6] პროგრამულად ღია სპეციალური ტელეფონების გარდა, Windows Phone Store-ის აპლიკაციები ეშვება მხოლოდ Windows Phone 7-ის მქონე ტელეფონებზე, რომელთაც სპეციალური პროგრამული დასტური აქვს მიღებული Microsoft-ისგან და ხელმისაწვდომია ოფიციალურ საიტზე.[7]