Yurlunggur — გველების ნამარხი გვარი Madtsoiidae ოჯახისა. გვარი წარმოადგენდა ავსტრალიის უნიკალური მეგაფაუნის ერთ-ერთ ნაწილს და შეიცავდა ერთადერთ სახეობას Yurlunggur camfieldensis[2][1]
, რომელიც არსებობდა მიოცენიდან - ოლიგოცენამდე. მისგან განსხვავებით Madtsoiidae ოჯახის წარმომადგენელი Wonambi naracoortensis ავსტრალიის ტერიტორიაზე ბინადრობდა პლეისტოცენშიც კი[3]. გვარის სახელწოდება მომდინარეობს არნემ-ლენდის ხალხის მითოლოგიური ე.წ. ცისარტყელას გველიდან.
დიდი ზომის გველი იყო, სიგრძეში 6 მეტრს, სიგანეში კი 300 მმ. აღწევდა. ამ ზომებით იგი ვარანებს უფრო ემსგავსება, ვიდრე პატარა, მთხრელ ხვლიკებს, რომლებიც თანდათანობით უკიდურო გველებად გარდაიქმნენ. თითქმის სრულყოფილი ნაშთი აღმოჩენილი იქნა რბილ კირქვაში რივერსლეიჯში, კუინზლენდის ჩრდილო-დასავლეთით[4].
სახეობის ტიპური ადგილმდებარეობაა ბულოკ კრიკი, ავსტრალია[5].