Škoda 16T (იგივე Škoda Elektra) — ჩეხური წარმოების, ხუთსექციური, სამურიკიანი (ექვსღერძიანი), ნახევრადდაბალიატაკიანი, ცალმხრივი მიმართულების ტრამვაის ვაგონი, რომელიც კომპანია შკოდამ პოლონეთის ქალაქ ვროცლავისთვის ააგო. ამ ვაგონის დიზაინი პორშეს დიზაინერთა ჯგუფმა შეიმუშავა. მისი იატაკის 65% დაბალია (ლიანდაგის ზედაპირიდან 35 სმ).