აბასირი 網走川 | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქები | ბიჰორო, ოზორა, იუბეცუ |
სიგრძე | 115 კმ |
აუზის ფართობი | 1, 380 კმ² |
![]() 網走川 ვიკისაწყობში |
აბასირი (網走川) — მდინარე იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე. დაახლოებით 1000 წლის წინ, მდინარის აუზში დასახლდა ოხოტის კულტურა, რომელიც შემდეგ კუნძულის სიღრმეში გადაადგილდა. აბასირის ტბის ფსკერზე, ასევე აღმოჩენილია ჯომონის პერიოდის ნარჩენები (პრეისტორიული კულტურა იაპონიაში ძვ. წ. 14 000 – 300 წ.წ.)
მდინარე სათავეს იღებს იუბეცუში, აჰოროს მთის მწვერვალებზე, აკანის ვულკანურ კომპლექსში. სანამ მდინარე აბასირი შეუერთდება აბასირის ტბას, მას ერთვიან სხვა მდინარეები — იუბეცუ და ბიჰორო. მდინარე გამოდის აბასირის ტბიდან და ერთვის ოხოტის ზღვას.[1]