აბრუი

აბრუი (გ. 587) — ქვემო სოღდის (თანამედროვე ბუხარის ოლქი) აჯანყებული უღარიბესი მოსახლეობის მეთაური VI საუკუნის 80-იან წლებში. იბრძოდა მიწათმფლობელი და სავაჭრო არისტოკრატიის წინააღმდეგ. დაიპყრო ფაიქენდი და იქ მმართველობის მკაცრი წესები შემოიღო. ბევრი დეჰყანი და მდიდარი ვაჭარი შვიდმდინარეთში თურქთა მმართველ ყარა-ჩურინთან გაიქცა დახმარების სათხოვნელად. 587 წელს ყარა-ჩურინი სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. აბრუი სიკვდილით დასაჯეს.