ადამიანის უფლებები იემენში

იემენი

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
იემენის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი


ადამიანის უფლებები იემენში — სხვადასხვა მიზეზით ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი. უსაფრთხოების სამსახურში მყოფი ძალები პასუხისმგებელნი არიან წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობასა და სასამართლოს გარეშე ჩამოხრჩობაზეც კი[1]. მაგრამ იემენის საელჩოს თანახმად, უკანასკნელ წლებში წინსვლა აღინიშნა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მთავრობამ ხელი მოაწერა რამდენიმე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებას და ასევე, იმაში, რომ პროფესორი ვაჰიბა ფარა დაინიშნა ადამიანის უფლებების სახელმწიფო მინისტრად[2]. სხვა წყაროები აცხადებენ, რომ ბევრი პრობლემა რჩება ხალხში იმის გამო, რომ ეს რეფორმები არასრულად დაინერგა და ძალადობა, როგორც ადრე, ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ქალთა უფლებები, პრესის თავისუფლება, წამება და სისასტიკე პოლიციის მხრიდან[3]. აქ ხდება როგორც მოქალაქეთა თვითნებური დაპატიმრებები, განსაკუთრებით სამხრეთში, ასევე, სახლის თვითნებური ჩხრეკები. ხანგრძლივი წინასწარი დაკავებები არის სერიოზული პრობლემა, ასევე სასამართლო კორუფცია, არაეფექტურობა და აღმასრულებელთა ჩარევები ძირს უთხრის პროცესს. სიტყვის თავისუფლება, პრესა და რელიგია არის მკაცრად შეზღუდული[1].

იემენი არის ხელმომწერი მხარე შემდეგი ადამიანის უფლებათა ხელშეკრულებებისა:

  • ქალების წინააღმდეგ დისკრიმინაციის აღმომფხვრელი კონვენცია.
  • კონვენციის ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.
  • კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ.
  • საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.
  • საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ.
  • საერთაშორისო კონვენცია გენოციდის აკრძალვის შესახებ.
  • საერთაშორისო კონვენცია ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.
  • საერთაშორისო კონვენცია ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ.
  • კონვენცია ქორწინების თანხმობის და მინიმალური ქორწინების ასაკის და ქორწინების ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ.
  • კონვენცია ადამიანით ვაჭრობისა და ექსპლუატაციის აკრძალვის შესხებ.
  • საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ.
  • საერთაშორისო კონვენცია ბავშვთა უფლებების შესახებ
  • წამების, სასტიკი მოპყრობისა და სისასტიკის საწინააღმდეგო საერთაშორისო კონვენცია.
  • 1994 წლის ჟენევის შეთანხმება და მისი 1997 წლის თანდართული ოქმი.

მიუხედავად 1994 წლის იემენის კონსტიტუციისა, რომელიც მოიაზრებს თანაბარ უფლებებს იემენის მოქალაქეებისათვის, ქალები ჯერ კიდევ იბრძვიან სხვადასხვა შეზღუდვებთან და მერად სტატუსთან. კონკრეტულად, იემენის პერსონალური სტატუსის კანონი, რომელიც მოიცავს ქორწინების საკითხებს, განქორწინებას, ბავშვზე მეურვეობასა და მემკვიდრეობას, ქალებს აძლევს მცირე უფლებებს, ვიდრე კაცებს, გამორიცხავს რა ქალებს გადაწყვეტილების მიღებიდან და ართმევს რესურსებისა და აქტივების ხელმისაწვდომობისა და კონტროლის უფლებას. ქალები არიან დაუცველნი ციხის თანამშრომელთა მიერ სექსუალური ძალადობისგან და აქ არის უფრო მცირე სასჯელი, თუ არის საერთოდ, ქალთა მიმართ ძალადობისთვის ვიდრე კაცებზე ძალადობისთვის[3].

პრესის თავისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს იემენმა დაიკავა 136-ე ადგილი 167 ქვეყანას შორის პრესის თავისუფლების მხრივ[4]. ხელმწიფოს აქვს მონოპოლია ყველა ტელევიზიასა და რადიოზე და უკრძალავს ჟურნალისტებს „არასწორი“ ინფორმაციის გამოქვეყნებას[5]. 2001 წელს გაზეთ ალ-შურას ჟურნალისტებმა მიიღეს 80 დარტყმა აბდულ მაჯედ ალზინდარის, ქვეყნის ყველაზე დიდი ისლამური პარტიის ლიდერის რეპუტაციის შელახვისათვის. ასევე იყო გაზეთი დახურვის შემთხვევაც. Human Rights Watch-ის თანახმად, „1990 წლის პრესის კანონი რეგულაციის ქვეშ, რომელიც გამოიყენეს 1993 და 1998 წლებში, გაზეთები ვალდებულნი არიან მიმართონ ინფორმაციის სამინისტროს მათი ლიცენზიების ყოველწლიური განახლებისათვის... 2000 წლის შუა რიცხვებში დაახლოებით ნახევარს იემენის ორასი პუბლიკაციისა მიენიჭა ლიცენზია“[6].

რელიგიის თავისუფლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუცია უზრუნველყოფს რელიგიის თავისუფლებასა და მთავრობა ძირითადად პტივს სცემს ამ უფლებას პრაქტიკაში; თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. კონსტიტუცია ამბობს, რომ სახელმწიფო რელიგია არის ისლამი და შარიათი (ისლამური კანონები) არის საკანონმდებლო წყარო. მთავრობის პოლიტიკა, ძირითადად ხელი შეუწყოს არათავისუფალ რელიგიის აღმსარებლობას გრძელდება; თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. მუსლიმები და სხვა რელიგიური ჯგუფების მიმდევრები არიან თავისუფალი აღასრულონ რელიგიური რიტუალები მათი რწმენიდან გამომდინარე, მაგრამ მთავრობა კრძალავს ისლამიდან სხვა რელიგიაზე გადასვლას. მიუხედავად იმისა, რომ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები გრძელდება, რათა ხელი შეეწყოს აღმსარებლობის თავისუფლებას, ვლინდება საზოგადოებრივი შეურაცხყოფები და დისკრიმინაცია რელიგური რწმენისა და პრაქტიკის გამო. ასევე იყო იზლირებული თავდასხმები ებრაელებსა და ზოგიერთი ადგილობრივი ზეიდი მუსლიმი თავს მიიჩნევს მთავრობის დაკვირვების ობიექტად საკუთარი რელიგიური კუთვნილების გამო. მთავრობის სამხედრო ხელახალმა ჩარევამ საადას მუჰაფაზაში გამოიწვია პოლიტიკური, ტომობრივი და რელიგიური დაძაბულობა, რომელმაც თავი იჩინა 2007 წელს, მას შემდეგ, რაც მოხდა მესამე სამხედრო შეტაკება ალ-ჰოუტის (რომელიც ეკუთვნის ზაუდის სკოლას ისლამის შარიათისა) ოჯახთან ასოცირებულ მემაბოხეებთან[7].

ჰომოსექსუალობა არის უკანონო იემენში ქვეყნის შარიათის სამართლებრივი სისტემის შესაბამისად[8]. ლგბტ პირები იემენში სავარაუდოდ იტანჯებიან დისკრიმინაციით, კანონიერი და სოციალური გამოწვევებით. სასჯელი ჰომოსექსუალობისთვის მერყეობს ცემიდან სიკვდილამდე[9][10]. იემენი არის ერთ-ერთი შვიდი ქვეყნიდან, სადაც სიკვდილით დასჯა ვრცელდება შეთანხმებით სექსუალურ აქტებზე ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელ ზრდასრულთათვის[11].

გეებისა და ლესბოსელთა საიტები დაბლოკილია მთავრობის მეირ[12].

2007 წლისთვის იქ არ იყო საჯარო, ან ნახევრად საჯარო სივრცე გეებისთვის, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია[13]. ოფიციალური პოზიციის მიხედვით იემენში გეები არ არის[13].

როგორც შედეგი შარიათისა, ლგბტ პირები იღუპებიან შეტაკებებში[14]. მთავრობა არ იცავს მის გეი მოქალაქეებს ძალადობისგან.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2013 წლის ადამინით ვაჭრობის შესახებ ანგარიში იემენი კლასიფიცირებულია, როგორც მესამე დონის ქვეყანა[15], რაც ნიშნავს, რომ მისი მთავრობა სრულად არ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ და არ იჩენს ძალისხმევას ამის გასაკეთებლად[16].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 "Derechos: Human Rights in Yemen". Retrieved 21 May 2016.
  2. Embassy of Yemen: Human Rights and Women's issues დაარქივებული 2007-05-19 საიტზე Wayback Machine.  accessed 9-8-2006
  3. 3.0 3.1 Human Rights WatchWorld Report 2001 on Yemen accessed 9-8-2006
  4. Reporters Without Borders2005 Annual Worldwide Press Freedom Index Archived April 19, 2008, at the Wayback Machine. accessed 8-8-2006
  5. Reporters Without Borders: 2004 report on Yemen დაარქივებული 2006-08-28 საიტზე Wayback Machine.  accessed 9-8-2006
  6. Human Rights Watch news: Yemen: Closure of Newspaper, Journalist Flogging accessed 9-8-2006
  7. United States Bureau of Democracy, Human Rights and Labor. Yemen: International Religious Freedom Report 2007This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  8. International Gay and Lesbian Human Rights Commission: Status of Sexual minorities – Yemen
  9. New book details increase in antigay violence worldwide[მკვდარი ბმული]
  10. An FCO programme for promoting the human rights of LGBT people
  11. World Day against Death Penalty: 7 countries still put people to death for same-sex acts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-30. ციტირების თარიღი: 2017-03-19.
  12. "Study: 25 countries block Web sites, including those with gay content - News - Advocate.com". Archived from the original on 26 October 2008. Retrieved 21 May 2016.
  13. 13.0 13.1 And then there was Yemen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-13. ციტირების თარიღი: 2017-03-19.
  14. "Yemen: 25-year-old man shot dead for being gay"PinkNews. Retrieved 21 May 2016.
  15. "Trafficking in Persons Report: Country Narratives T - Z and Special Case" (PDF). United States Department of State. 2013. Retrieved 19 August 2013
  16. "Tiers: Placement, Guide, and Penalties for Tier 3 Countries". United States Department of State. 2011. Retrieved 19 August 2013.