ადრასკანის რაიონი (სპარს. ادرسکن) — ავღანეთის რაიონი, მდებარე ჰერათის პროვინციაში. მას ესაზღვრება ჩრდილოეთით გუზარას რაიონი, დასავლეთით ირანი, სამხრეთით შინდანდის რაიონი და აღმოსავლეთით ფარსის რაიონი. ადრასკანის რაიონის ფართობი 10,070 კმ2. მოსახლეობა შეადგენს 52 200 კაცს (2012)[1]. რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია ადრასკანი.
|