აზერბაიჯანული დიასპორა (აზერ. Azərbaycan diasporu) — აზერბაიჯანელები, რომლებიც ცხოვრობენ აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ. პირები, რომლებიც თავს დაკავშირებულად აზერბაიჯანთან თვლიან და აზერბაიჯანულ ეთნიკურ ჯგუფთან ეთნიკური, ლინგვისტური, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით. ამჟამად აზერბაიჯანელებს დიდი სათემო საზოგადოება ჰყავთ რუსეთში, უკრაინაში, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, აზერბაიჯანელები არიან სიდიდით მეორე ეთნიკური ჯგუფი საქართველოსა და ირანში, ისევე როგორც ერთ-ერთი უდიდესი ეთნიკური ჯგუფი აღმოსავლეთ თურქეთში.
აზერბაიჯანული დიასპორის განვითარება სამ ტალღად შეიძლება დაიყოს. პირველი ტალღა — მე-20 საუკუნის დასაბანში, როდესაც 1920 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დაცემისა და რეგიონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, აზერბაიჯანული ეროვნული ინტელიგენციის მრავალი წარმომადგენელი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და გადასულიყო თურქეთსა და არაკომუნისტური ევროპის ქვეყნებში.
აზერბაიჯანული მიგრაციის მეორე პერიოდი ირანში 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს მოხდა. ამ პერიოდში ირანელი აზერბაიჯანელები, რომლებიც მხარს უჭერდნენ შაჰის რეჟიმსა და ხომეინის პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ დატოვეს ქვეყანა.
აზერბაიჯანული მიგრაციის მესამე ტალღა საზღვარგარეთ მოხდა სსრკ-ს დაშლისა და პირველი ყარაბაღის ომის დაწყებისას. ამ პერიოდში ათასობით აზერბაიჯანელმა რეგიონი დატოვა, ძირითადად დევნილებმა ყარაბაღიდან და სომხეთიდან. ამ ტალღის მიგრაციის ძირითადი მიმართულება იყო პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები, მათ შორის რუსეთის ფედერაცია.
2001-ლი წლის 9 ნოემბერს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა მსოფლიო აზერბაიჯანელთა I კრება, რომელსაც ესწრებოდა 540-მდე აზერბაიჯანელი მთელი მსოფლიოდან 35-ზე მეტი ქვეყნიდან. კონგრესის მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანული დიასპორის ჩამოყალიბება, გაძლიერება და ერის გაერთიანება.
2006 წლის 16 მარტს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სასახლეში მსოფლიო აზერბაიჯანელთა მე-2 კონგრესი გაიმართა. ამ კონგრესში 50 ქვეყნიდან 600-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. რუსეთის დელეგაცია 170 წარმომადგენლით ყველაზე მრავალრიცხოვანი. კონგრესის მსვლელობისას აზერბაიჯანელებს მთელ მსოფლიოში კონსოლიდაციის მოწოდებით მიმართეს.
2011 წლის 4-7 ივლისს ბაქოში მსოფლიო აზერბაიჯანელთა III კონგრესი გაიმართა. კონგრესს 42 ქვეყნიდან 1270-ზე მეტი დელეგატი, ასევე 210-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა. ყრილობისას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მსოფლიო აზერბაიჯანელთა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს.
მსოფლიო აზერბაიჯანელთა IV კონგრესი, რომელსაც 49 ქვეყნის 500-ზე მეტი წარმომადგენელი და სტუმარი ესწრებოდა, 2016 წლის 3-4 ივნისს ბაქოში გაიმართა. ყრილობაზე დამტკიცდა 109 კაცისაგან შემდგარი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა.