აზერბაიჯანული ხვლიკი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Darevskia raddei | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 164753 | |||||||||||||
|
აზერბაიჯანული ხვლიკი[1][2] (ლათ. Darevskia raddei) — შედარებით პატარა ხვლიკი, რომელიც ეკუთვნის „Darevski“-ს გვარს, ან კლდის ხვლიკების გვარს.
ხვლიკის სხეულის სიგრძე - 76 მმ, ხოლო კუდი ორჯერ გრძელია. მისი თავი შედარებით გაბრტყელებულია. ხვლიკის სხეულის ზედა მხარე ღია ყავისფერი, მუქი კრემისფერი, ქვიშის ან მუქი ყავისფერია, თითქმის შავი ფერის.
აზერბაიჯანული ხვლიკი არის გავრცელებული მცირე კავკასიონის მთებში, სომხეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოშიც, მტკვრის სამხრეთით იზოლირებულ არეალში. ეს ხვლიკი გვხდება კავკასიის ფარგლებს გარეთაც, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში და დასავლეთ ირანში.