ალარის გამოქვაბული | |
---|---|
აზერ. Allar mağarası | |
![]() | |
კოორდინატები: 38°47′53″ ჩ. გ. 48°14′13″ ა. გ. / 38.79806° ჩ. გ. 48.23694° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
აღმოჩენის წელი | 1993 |
ალარის გამოქვაბული (აზერ. Allar mağarası) — გამოქვაბული აზერბაიჯანში, სადაც ცხოვრობდა ქვის (შუა პალეოლითის ხანის) ადამიანი. გამოქვაბული განლაგებულია მდინარე ვილეშის მარცხენა სანაპიროზე, სოფელ ალარის (აზერბაიჯანის იარდიმლის რაიონი) მახლობლად, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე.
გამოქვაბული აღმოჩენილი იქნა 1993 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ა. გ. ჯაფაროვის ხელმძვანელობით, რომელიც მოწყობილი იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ინიციატივით. გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა 9 ცალი ქვის ნაკეთობა, რომელიც თავიანთი ტიპით მიეკუთვნებიან შუა პალეოლითის ხანას.