ალაშანქოუ

ალაშანქოუ — სასაზღვრო ქალაქი ბორთალას მონღოლთა ავტონომიურ ოლქში, სინძიანგის უიღურთა ავტონომიურ რაიონში, ჩინეთში. ქალაქი ევრაზიის სახმელეთო ხიდის ნაწილია და დაკავშირებულია ყაზახეთთან როგორც სარკინიგზო, ისე სამანქანო მაგისტრალით.

ქალაქს სახელი ჯუნგარის კარიბჭის გამო ეწოდა. ეს არის უღელტეხილი, რომელიც აკავშირებს ორ ქვეყანას ჯუნგარის ალათაუს მთებით. უღელტეხილის დასავლეთით, ყაზახეთის მხარეს შესასვლელი დასახლებაა დოსტიქი. ალაშანქოუ პოლედან 73 კილომეტრით, ურუმჩიდან 460 კილომეტრით, ხოლო ალმათიდან 580 კილომეტრით არის დაშორებული.[1] ალაშანქოუში მკაცრი ამინდია.[2]

ალაშანქოუ ჩინეთის ერთ-ერთი პირველი კლასის საბაჟო პუნქტია. ალაშანქოუში, სინძიანგის იმპორტისა და ექსპორტის მოცულობის 90% გადის.[3] 2010 წლიდან მან გადაუსწრო მანჭოულის, შიდა მონღოლეთში და გახდა ჩინეთის ყველაზე დატვირთული სახმელეთო პორტი.[4]

ქალაქის ფართობია 1203 კმ², მათ შორის 12 კმ² არის განაშენიანებული ტერიტორია, რომელიც დაყოფილია ალათაოსა და აიპიხუს ქვერაიონებად. მისი მუდმივი მოსახლეობა 10,000-ს, ხოლო მცურავი მოსახლეობა 30,000 ადამიანს შეადგენს.[4]

საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის შეთანხმება ყაზახეთის დასავლეთ ჩინეთთან სარკინიგზო გზით დაკავშირების შესახებ 1954 წელს იქნა მიღწეული. საბჭოთა მხარეს რკინიგზამ 1959 წელს მიაღწია სასაზღვრო ქალაქ დრუჟბას (დოსტიკი). თუმცა, ჩინეთის მხრიდან, ლანჭოუ-სინძიანგის რკინიგზის დასავლეთის მიმართულებით მშენებლობა შეჩერდა 1962 წელს, ურუმჩიმდე მიღწევის შემდეგ. ჩინეთ-საბჭოთა განხეთქილების გამო სარკინიგზო მაგისტრალი 1990 წლის 12 სექტემბრამდე არ დასრულებულა. გზატკეცილის შესასვლელი პორტი გაიხსნა 1995 წლის დეკემბერში.[3]

2010 წლის 10 ივლისს პოლე ალაშანქოუს აეროპორტი გაიხსნა ურუმჩის მიმართულებით დაგეგმილი ფრენებით.[5]

  1. 阿拉山口陸運(鐵路、公路)口岸.
  2. 新疆兵团护路民兵寒冬巡逻阿拉山口铁路线_国内. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-22. ციტირების თარიღი: 2018-01-21
  3. 3.0 3.1 阿拉山口——中国向西开放的前沿.
  4. 4.0 4.1 新疆阿拉山口市挂牌成立. Sina (ჩინური). 2012-12-31. ციტირების თარიღი: 2013-02-22.
  5. 新疆博乐阿拉山口机场正式通航. Xinhua. 2010-07-11. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 15, 2010.