ალბანეთის საგარეო ურთიერთობები წარმოადგენს ალბანეთის ურთიერთობებს სხვა მთავრობებთან და ხალხებთან. ალბანეთი საგარეო პოლიტიკაში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან, ინარჩუნებს კომპლემენტარიზმის პოლიტიკას, რა დროსაც ცდილობს შეინარჩუნოს მეგობრული ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან. სახელმწიფოს, მსოფლიოს 115 ქვეყანასთან აქვს დიპლომატიური ურთიერთობა.
ალბანეთის საგარეო პოლიტიკის ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორებია, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა, მოსახლეობა, ეკონომიკური კრიზისი და ალბანელების დიასპორა მთელ მსოფლიოში. ერი კონცენტრირებულია შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობები მის ბალკანელ მეზობლებთან, ასევე ხელმისაწვდომობა ევროატლანტიკურ უსაფრთხოების ინსტიტუტებზე და დაიცვას მჭიდრო კავშირები აშშ-სთან.
1991 წელს, ალბანური კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, საბერძნეთსა და ალბანეთს შორის ურთიერთობები უფრო და უფრო დაიძაბა, რადგან გავრცელდა ინფორმაცია ალბანეთის ხელისუფლების მიერ ბერძენი ეთნიკური უმცირესობის არასათანადო მოპყრობა სამხრეთ ალბანეთში და ალბანელი თემის არასათანადო მოპყრობა ბერძნების მიერ ჩრდილოეთ საბერძნეთში. ალბანელი ეკონომიკური მიგრანტების უკანონო ტალღამ საბერძნეთში, უფრო გაამწვავა დაძაბულობა. კრიზისი ბერძნულ-ალბანურ ურთიერთობებში პიკს 1994 წლის აგვისტოში მიაღწია, როდესაც ალბანეთის სასამართლომ, ეთნიკური ბერძნული პოლიტიკური პარტიის ომონიას ხუთი წევრი (მეექვსე წევრი მოგვიანებით დაემატა) შეუფარდა პატიმრობა, ალბანური სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედების ბრალდებით. საბერძნეთი ამას ევროკაშირის ალბანეთისთვის დახმარების გაყინვით და ალბანეთთან საზღვრის ჩაკეტვით უპასუხა. 1994 წლის დეკემბერში, საბერძნეთმა ნაწილობრივ ნება დართო ევროკავშირის დახმარებას ალბანეთისთვის, ხოლო ალბანეთმა გაათავისუფლა ორი ომონიას დაკავებული წევრი, ასევე ბრალდებულებს შეუმცირა სასჯელი.
ორ ქვეყანას შორის არსებობს კიდევ სხვა მოსალოდნელი პრობლემები, რაც განპირობებულია ბევრი ალბანელი მუშის საბერძნეთში არსებობას, რომლებსაც არ მიუღიათ იურიდიული ნებართვა მუშაობაზე, საბერძნეთის მთავრობის დაპირების მიუხედავად. 1996 წელს, მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას მშვიდობისა და მეგობრობის თაობაზე, განიხილეს ალბანელი ლტოლვილების სტატუსი საბერძნეთში და ბერძენთა უმცირესობის განათლების მიღება დედაენაზე სამხრეთ ალბანეთში.
დღეისთვის, მაღალი დონის ხშირი კონტაქტების შედეგად, რაც მთავრობებს და პარლამენტებს შორის ხშირი შეხვედრებია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილება, როგორც გულითადი. საბერძნეთი, ალბანეთის ერთგული მხარდამჭერია მისი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მას შემდეგ, რაც ალბანეთი 2009 წლის მაისში ნატოში შევიდა, დაიწყო ალბანურ-ბერძნული ურთიერთობების განვითარება ყველა ფრონტზე, განსაკუთრებით, 2013 წლის არჩევნებში ედი რამას გამარჯვების შემდეგ.[3] დღეისთვის, საბერძნეთი ალბანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირეა ევროკავშირში და პარტნიორი ნატოში.[4] ალბანეთის მთავრობის თხოვნით, დაახლოებით 250 ბერძენი სამხედრო პერსონალი განლაგებულია ალბანეთში, ქვეყნის შეიარაღებული ძალების გადამზადებასა და რესტრუქტურიზაციაში დახმარებისთვის, ნატოს პროგრამის ფარგლებში. ამჟამად გაშვებული დიდი პროექტები, ორ ქვეყანას შორის უფრო აღრმავებს ურთიერთობებს. ორი ქვეყანა ამჟამად ჩართულია იონიის სანაპიროს ტურისტული განვითარებისა და ტრანს-ადრიატიკული გაზსადენის (TAP) მშენებლობაზე, რამაც მკვეთრად დაუკავშირებს ორ ქვეყანას.
ტირანა ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას მეზობელ მაკედონიის რესპუბლიკასთან, მიუხედავად ზოგიერთი ინციდენტებისა, სადაც მონაწილეობენ ეთნიკური ალბანელები. ტირანამ არაერთხელ მოუწოდა ალბანურ უმცირესობას, მონაწილეობა მიიღოს მაკედონიის მთავრობაში.
1990-იან წლებში, კომუნიზმის დაცემის და დემოკრატიული რეფორმების დაწყების შემდეგ, არალეგალური მიგრანტების დიდი ტალღები ალბანური პორტებიდან იტალიაში გადავიდა. სიტუაციამ დაძაბა ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის, რადგან იტალიას თავიდან უნდა აეცილა ჰუმანიტარული კრიზისი. დაძაბულობამ პიკს 1997 წლის 28 მარტს მიაღწია, როდესაც იტალიის სანაპირო დაცვის გემმა, თითქოს შემთხვევით დაეჯახა და ჩაძირა ალბანური გემი, რომელიც 120-130 ადამიანი გადაჰქონდა, რომელთაგან 75 დაიხრჩო. საბოლოოდ, ორივე ქვეყანამ დაიწყო ერთობლივი ოპერაციები, რომლის მიზანი უკანონო კონტრაბანდის შეჩერება იყო. იტალიამ ასევე ფინანსური დახმარება გაუწია ალბანეთის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად.
2011 წლის 14 იანვარს, ალბანეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას იტალიასთან კაპრალური საგარეო სტრატეგიაში.[5]
ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ დიპლომატიური ურთიერთობა ალბანეთთან
ალბანეთის მთავრობა მხარს უჭერს ეთნიკური ალბანელების უფლებების დაცვას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, იყენებს მათ შემდგომი თავისი ძირითადი საგარეო პოლიტიკის მიზნის განსახორციელებლად და რეგიონული თანამშრომლობისთვის; ალბანელები კოსოვოში ცდილობენ მოიპოვონ სრული აღიარება დამოუკიდებლობის, რომელიც გამოაცხადეს სერბეთისგან; მაკედონიის რესპუბლიკის ალბანელები აპროტესტებენ დისკრიმინაციას განათლების, საჯარო სექტორში სამუშაო ადგილების სფეროსა და მთავრობაში წარმომადგენლობის არარსებობის გამო. აშშ-ის ხელმძღვანელობით, ალბანეთის ჯარების ნაწილი მონაწილეობდა ერაყსა და ავღანეთში შეჭრაში.[6] ალბანეთის პოლიტიკა ძალიან ხელსაყრელია აშშ-სა და ევროკავშირისთვის.
$30 მილიონის ღორებულების ალბანურ-ამერიკული საწარმო ფონდი (AAEF), დაიწყო თავისი ფუნქციონირება 1994 წელს, რომელიც აქტიურად აბანდებს ინვესტიციების ადგილობრივ ბიზნესში. AAEF მუშაობს კერძო სექტორის ძალისხმევისთვის, რომ იგი ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ტრანსფორმაციას. ამერიკული დახმარების პრიორიტეტები მოიცავს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და საბაზრო ეკონომიკის ხელშეწყობას, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების (მათ შორის, პოლიციის) წინსვლას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ალბანეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც აღიარა ეროვნული გარდამავალი საბჭო 2011 წლის 18 ივლისს, როგორც ლიბიელი ხალხის კანონიერი წარმომადგენელი.[10][11][12]
ამერიკელი ალბანელები — ამერიკელები სრული ან ნაწილობრივი ალბანელი წინაპრებით. 2008 წლის კვლევის მონაცემების მიხედვით, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ ჩაატარა, აშშ-ში ცხოვრობს 201 118 ამერიკელი სრული ან ნაწილობრივი ალბანური წარმოშობით.[22]
ალბანეთის სახალხო სოციალისტური რესპუბლიკაენვერ ხოჯას დროს, შეიტანა ყოველწლიურ რეზოლუცია გაეროს გენერალურ ასამბლეაში, სადაც მოუწოდა გაეროს ჩინეთის რესპუბლიკის (ტაივანი) ადგილი გადაეცად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას. 1971 წლის 25 ოქტომბერს, რეზოლუცია 2758-ით, რომლის ავტორი ალბანეთი იყო, გენერალურმა ასამბლეამ მიიღო, რის შედეგად, გაერომ აღიარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, როგორც ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა. ალბანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აღიარა. ალბანეთმა და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1949 წლის 23 ნოემბერს დაამყარეს.[24]
2006 წლის დეკემბერში, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გურაქუიმ ეწვია პაკისტანს ორმხრივი კონსულტაციებისთვის, სადაც შეხვდა პაკისტანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. პაკისტანი ასევე სთავაზობს სასწავლო პროგრამებს ახალგაზრდა ალბანელ ბიუროკრატებს საბანკო, საფინანსო, მართვისა და დიპლომატიის სფეროში.[36]
დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ალბანეთსა და კორეას შორის დაიწყო 1991 წლის 22 აგვისტოს.
2006 წლის 17 მაისს, სამ. კორეის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პან გი მუნი და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბესნიკ მუსტაფაჯი ხილი მოაწერეს სამთავრობათაშორის კონვენციას, რომლის მიხედვით ქვეყნებმა თავიდან აიცილებდნე ორმაგი დაბეგვრის გადასახადს.[39]
ალბანეთში მცხოვრები სამხრეთ კორეელების რაოდენობა 2012 წელს, დაახლოებით 80 ადამიანი შეადგინა.[38]
ალბანეთის თანამედროვე ტერიტორია, შუა საუკუნეებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბულგარეთის იმპერიის ნაწილი იყო და აღმოსავლეთ ალბანეთის ზოგიერთი ტერიტორია, დასახლებული იყო ბულგარელებით, რომლებიც მართავდნენ რეგიონს საუკუნეების განმავლობაში.
2001 წლის აღწერის მიხედვით, ბულგარეთში მხოლოდ 278 ალბანელი ცხოვრობს, წარსულში მათი რიცხვი ბულგარეთის მიწებზე, გაცილებით მეტი იყო.[45]
ბულგარელები ალბანეთში დღეს ძირითადად ცხოვრობენ „მალა პრესპას“, „გოლო ბრდოს“ და „გორას“ რეგიონებში. ბულგარეთის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებით, ალბანეთში 40 000-დან 50 000-მდე ბულგარელი წარმოშობის პირი ცხოვრობს, მაგრამ სხვა წყაროების შეფასებით, ალბანეთში 100 000 ბულგარელი ცხოვრობს. ეთნიკური იდენტობა შეიძლება ნარევის იყოს სლავურ მოსახლეობას შორის, რომელიც შეიძლება იდენტიფიცირდეს, როგორც ალბანელი, ბულგარელი და ეთნიკური მაკედონელი, რაც დამოკიდებულია გარემოებებზე.[46][47]
ალბანეთმა და ხორვატიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 აგვისტოს დაამყარეს.[49]
2009 წლის აპრილში, ორივე ქვეყანა ნატოს სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, რომელიც ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა სალი ბერიშამ და ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ივო სანადერამ, ერთობლივი ღონისძიებით აღნიშნეს. გარდა ამისა, იმავე წელს ორივე ქვეყანამ, ბირთვული ელექტროსადგურის აშენებას ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ალბანეთ-მონტენეგროს საზღვარზე უნდა აშენდეს. ეს გადაწყვეტილება მონტენეგროს მთავრობამ დაიწუნა, იმ მიზეზით, რომ ქარხანა გარემოზე უარყოფითად იმოქმედებს.
ორივე ქვეყანას აქვს დადებული ერთობლივი სამხედრო ხელშეკრულებები, გააჩნიათ კარგი ურთიერთობა.
„არბანასი“ — ხორვატიის ზადარის რეგიონში მცხოვრები, ალბანური წარმოშობის ხალხია, რომლებიც ტრადიციულად საუბრობენ გეგ-ალბანურ დიალექტზე.
მრავალეროვნული კომუნისტური შეიარაღებული ძალების ერთადერთი ერთობლივი ქმედება იყო 1968 წლის აგვისტოში ვარშავის პაქტის ქვეყნების შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ყველა წევრმა ქვეყანამ, გარდა ალბანეთის სსრ-ს და რუმინეთი სსრ-ს. ალბანეთი ოფიციალურად გამოვიდა ვარშავის პაქტიდან 1968 წელს.[56]
ალბანეთი წარმოდგენილია საქართველოში თავისი საელჩოთი ანკარაში, (თურქეთი).
საქართველო წარმოდგენილია ალბანეთში თავისი საელჩოთი ანკარაში, (თურქეთი).
ალბანეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმობილია რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე, რომელიც „აბსოლუტურად მიუღებელი“ და „გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საწინააღმდეგო“ დაასახელა. ალბანეთმა უარყო რაიმე პარალელი კოსოვოს აღიარების შესახებ, ხოლო კოსოვოს შემთხვევა განსაკუთრებული უწოდა.[60]
საბერძნეთს აქვს საელჩო ტირანაში და გენერალური საკონსულო გიროკასტრასა და კორჩაში.
საბერძნეთი და ალბანეთი — მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები 1971 წელს აღდგა - ნორმალიზებული ურთიერთობა მხოლოდ 1987 წელს დაიწყო. აქამდე ორივე ქვეყანა ოფიციალურად - ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში იყვნენ - მაგრამ, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოები ომის პირას იყვნენ, რადგან ალბანეთმა და იტალიამ 1940 წლის 28 ოქტომბერს საბერძნეთს ომი გამოუცხადეს, ხოლო ენვერ ხოჯას დროს ურთიერთობა უფრო დაიძაბა, რადგან იგი დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის დროს საბერძნეთის წინააღმდეგ, აგრეთვე იმ მატერიალური დახმარების, რაც მან საბერძნეთის სამოქალაქო ომის დროს გაუწია ბერძნულ კომუნისტებს. გარდა ამისა, ჩამის ალბანელების გაძევების გამოც.[61][62]
მას შემდეგ, რაც ალბანეთის სოციალისტური რეჟიმის 1991 წელს დაეცა, ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის უკეთესობისკენ შეიცვალა, მაგრამ მალე დაიწყო გაუარესება, ეთნიკური უმცირესობების არასათანადო მოპყრობის ბრალდებებით. ამ უკანასკნელს დაემატა არალეგალი მიგრანტების ტალღა ალბანეთიდან საბერძნეთში. ამავე დროს, კრიმინოგენული ვითარება და პოლიციის სისასტიკე მეზობლების მედიაში ჩვეული მოვლენა გახდა. ოფიციალური ბერძნული მონაცემებით, დაახლოებით 450 000 ალბანელი ემიგრანტი საბერძნეთში მუშაობს და ეს რიცხვი შეიძლება გააორმაგდეს, თუ უკანონო ემიგრანტების აღრიცხვაც მოხერხდება.
დღეს, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან თბილია, ალბანეთის მთავრობის თხოვნით, დაახლოებით 250 ბერძენი სამხედრო პერსონალი განლაგებულია ალბანეთში, ალბანეთის შეიარაღებული ძალების სასწავლო და რესტრუქტურიზაციის მიზნით. ალბანეთის ეკონომიკა დამოკიდებულია ემიგრანტების საბერძნეთიდან გამოგზავნილ ფულზე, ხოლო საბერძნეთი მეორე დიდი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც $400 მილიონი დოლარზე მეტი ინვესტიცია ჩადო.[63][64]
საბერძნეთი მილიონი ალბანელის სახლია (ზოგი წყაროს მიხედვით 600 000, ხოლო სხვა ბერძნული ორგანიზაციების ცნობით, 900 000 უკანონო მიგრანტებისა და სექს-მუშაკების ჩათვლით).
არნავიტიკა ტოსკანური დიალექტის ენაა, რომელიც ტრადიციულად იციან არნავიტები, რომლებიც ცხოვრობენ საბერძნეთში. არნავიტიკა დღეს გაქრობის პირას მყოფ ენებშია, რადგან ამ ენაზე მოლაპარაკეები უკვე იყენებენ ბერძნულს, ხოლო საზოგადოების ახალგაზრდა წევრები ამ ენაზე აღარ ლაპარაკობენ.[65]
საბერძნეთი ალბანეთისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორის ევროკავშირში.[66]
ედი რამის ალბანეთის პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უფრო გაუმჯობესდა და დათბა.[3]
არსებობს უამრავი კულტურული, პოლიტიკური, ისტორიული და ბიოლოგიური მსგავსება და საერთო ნათესაობა ალბანელ და ბერძნულ ხალხებს შორის.[68][69]
ბერძნული ენა მეორე ყველაზე დიდი სალაპარაკო ენაა ალბანეთში, ენის ცოდნის მნიშვნელოვანი ზომით.[70]
ალბანური ენა ყველაზე გავრცელებული ენაა საბერძნეთში მყოფი მიგრანტებს შორის.[71]
ბევრი ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკური ისე საზოგადოებრივი, არსებობს ალბანეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობების ხელშეწყობისთვის.[72]
ალბანეთი, ყველაზე დიდი ბერძნული დიასპორის და პოლიტიკურ-კულტურული ორგანიზაციების სახლია; არსებობს 5 პოლიტიკური პარტია და ათეულობით ორგანიზაცია.[73]
2014 წელს, ორივე ქვეყნამ მათი ურთიერთობები აღწერეს, როგორც „შესანიშნავი“, ხოლო ალბანეთი საბერძნეთს თვლის ერთ-ერთი მის ყველაზე ძლიერ და მნიშვნელოვან მოკავშირედ.[74]
სამოციქულო ნუნციატურა ალბანეთში დაიწყო, როგორც სამოციქულო დელეგაცია ალბანეთში პაპი ბენედიქტე XV-ის მიერ 1920 წლის 12 ნოემბერს და სრული წოდების ნუნციატურა პაპი იოანე პავლე II-ის მიერ 1991 წლის 16 იანვარს.
ურთიერთობები ხელახლა 1991 წელს განახლდა, მას შემდეგ, რაც ალბანეთში კომუნიზმი დაეცა.
პაპი იოანე პავლე II პირველი პაპი იყო, რომელიც ალბანეთს კომუნიზმის დაცემიდან შემდეგ ეწვია.
რომის პაპმა ფრანცისკემ 21 სექტემბერს ალბანეთს ეწვია, რაც პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, რომელიც მან მოინახულა.[77]
ალბანეთი 520 000 კათოლიკეს სახლია, რაც მეორე უდიდესი რელიგიაა ქვეყანაში, ისლამის შემდეგ.
ალბანეთმა აღიარა მაკედონიის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო მას შემდეგ, რა სკოპიემ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მაგრამ ალბანეთი არასოდეს აღიარებს სკოპიეს თავისი კონსტიტუციური სახელით, თუმცა პრობლემას ვერ ხედავს საკონსტიტუციო სახელის გამოყენების ორმხრივ ურთიერთობებში. ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისტორიული მაკედონია „გარდაიცვალა“ ალექსანდრე მაკედონიელთან ერთად, სადაც მხარი არც ათენს და არც სკოპიეს არ დაუჭერია, ხოლო მთავარი აქცენტი სკოპიეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის აუცილებლობაზე გააკეთა.
მრავალეროვნული კომუნისტური შეიარაღებული ძალების ერთადერთი ერთობლივი ქმედება იყო 1968 წლის აგვისტოში ვარშავის პაქტის ქვეყნების შეჭრა ჩეხოსლოვაკიაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ყველა წევრმა ქვეყანამ, გარდა ალბანეთის სსრ-ს და რუმინეთი სსრ-ს. ალბანეთი ოფიციალურად გამოვიდა ვარშავის პაქტიდან 1968 წელს.[56]
↑Етнически малцинствени общности Bulgarian. Национален съвет за сътрудничество по етническите и демографските въпроси. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-22. ციტირების თარიღი: 2007-02-18.