ალბანური დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | ანბანი | |
ენები: | კავკასიის ალბანეთის ენა | |
შექმნა | მესროპ მაშტოცი | |
დროის პერიოდი: | ||
წინამორბედი დამწერლობები: | ალბანური დამწერლობა | |
![]() |
ალბანური დამწერლობა — ანბანური დამწერლობის ტიპი, რომელიც გამოიყენებოდა კავკასიაში ალბანური ენისათვის. დამწერლობის წერის მიმართულება იყო მარცხნიდან — მარჯვნივ. სავარაუდოდ, ძველ ალბანურ ანბანში 52[1]ასო-ნიშანი იყო. სომხური ტრადიციის მიხედვით, იგი მესროპ მაშტოცმა შექმნა სომხური ანბანის, ერკათაგირის შექმნის შემდეგ.
სომხური წყაროების მტკიცებით, ალბანური დამწერლობის შემოღება V საუკუნის სომეხ ისტორიკოსს, მესროპ მაშტოცს მიეწერება. ამგვარი ცნობა დაცულია V საუკუნის სომეხი ისტორიკოსის, კორიუნის თხზულებაში – „მაშტოცის ცხოვრება და მოღვაწეობა“.
ალბანური დამწერლობა არის ალბანური ენის მატიანე რომელიც თითქმის უკვალოდ გაქრა საზოგადოების თვალსაწიერიდან და გახდა მკვდარი ენა.
ალბანური დამწერლობის შესახებ პირველ სერიოზულ შრომებად ზაზა ალექსიძის გამოკვლევები ითვლება. ეს გამოკვლევები ეყრდნობა სინას მთაზე, წმ. ეკატერინეს მონასტრის კედლებში აღმოჩენილ პალიმფსესტურ ხელნაწერებს, რომლებიც დაახ. V-VII საუკუნეებით თარიღდება.
ბლოკი 10530—1056F უნიკოდის კონსორციუმის სიმბოლოების ოფიციალური ცხრილი | ||||||||||||||||
0 | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | A | B | C | D | E | F | |
U+1053x | 𐔰 | 𐔱 | 𐔲 | 𐔳 | 𐔴 | 𐔵 | 𐔶 | 𐔷 | 𐔸 | 𐔹 | 𐔺 | 𐔻 | 𐔼 | 𐔽 | 𐔾 | 𐔿 |
U+1054x | 𐕀 | 𐕁 | 𐕂 | 𐕃 | 𐕄 | 𐕅 | 𐕆 | 𐕇 | 𐕈 | 𐕉 | 𐕊 | 𐕋 | 𐕌 | 𐕍 | 𐕎 | 𐕏 |
U+1055x | 𐕐 | 𐕑 | 𐕒 | 𐕓 | 𐕔 | 𐕕 | 𐕖 | 𐕗 | 𐕘 | 𐕙 | 𐕚 | 𐕛 | 𐕜 | 𐕝 | 𐕞 | 𐕟 |
U+1056x | 𐕠 | 𐕡 | 𐕢 | 𐕣 | 𐕯 |
ალბანური დამწერლობა |
---|
![]() (გრაფემის გამოსახულებაზე დაწკაპუნებით გადახვალთ შესაბამის სტატიაზე.) |