ალბერიკ კლემანი

ალბერიკ კლემანი
დაბადების თარიღი 1165
დაბადების ადგილი Gâtinais
გარდაცვალების თარიღი 3 ივლისი, 1191
გარდაცვალების ადგილი აკო
წოდება საფრანგეთის მარშალი
ბრძოლები/ომები მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა და აკრის ალყა (1189-1191)

ალბერიკ კლემანი, სენიორი დე მეზი (ფრანგ. Albéric Clément, Seigneur de Mez) (დ. დაახ. 1165 — გ. 3 ივლისი, 1191, აკრი) — პირველი საფრანგეთის მარშალი.

ალბერიკი რობერ III კლერმანის 6 შვილიდან უფროსი იყო. იგი მამაპაპეულ ციხესიმაგრეში იზრდებოდა გატინეს რეგიონში. 1180 წლიდან ალბერიკი საფრანგეთის მეფის ფილიპ II ოგიუსტის მრჩეველი და მინისტრი გახდა. 1190 წელს ფილიპ II-ემ ალბერიკ კლემანისათვის დააარსა სამხედრო წოდება საფრანგეთის მარშალი და იგი პირველი პირი იყო ვინც ამ რანგში აიყვანეს. ალბერიკი ფილიპ II-ეს ახლდა III ჯვაროსნულ ლაშქრობაში. 1191 წლის 3 ივლისს ქალაქ აკრის აღებისას ალბერიკ კლემანი მტრის მრავალრიცხოვან მებრძოლებთან შეტაკებაში დაიღუპა.

1204 წელს ალბერიკის ძმა ანრი I კლემანი საფრანგეთის მარშალი გახდა. სულ კლემანთა საგვარეულომ საფრანგეთს 4 მარშალი მისცა.