ალბერტ ლუდვიგ ნაისერი | |
---|---|
გერმ. Albert Ludwig Neisser | |
![]() | |
დაბ. თარიღი | 22 იანვარი, 1855[1] [2] [3] [4] [5] |
დაბ. ადგილი | სვიდნიცა |
გარდ. თარიღი | 30 ივლისი, 1916[1] [2] [4] [5] (61 წლის) |
გარდ. ადგილი | ვროცლავი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი, პათოლოგანატომი და dermatologist |
მუშაობის ადგილი | ვროცლავის უნივერსიტეტი და ლაიფციგის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | ვროცლავის უნივერსიტეტი და ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი |
ალბერტ ლუდვიგ ნაისერი (დ. 22 იანვარი, 1885, შვაიდნიცი — გ. 30 ივლისი, 1916, ბრესლაუ) — გერმანელი დერმატოლოგ-ვენეროლოგი.
1877 წელს დაამთავრა სამედიცინო ფაკულტეტი ბრესლაუში. 1882 წლიდან მუშაობდა იქვე კანის და ვენერიულ დაავადებათა კლინიკის დირექტორად. 1879 წელს აღმოაჩინა გონორეის გამომწვევი გონოკოკი. დაადასტურა კეთრის გამომწვევის არსებობა. მოაწყო ორი სამედიცინო ექსპედიცია 1905–1906 წლებში ბატავიაში, სადაც ექსპერიმენტულად შეისწავლა ათაშანგი მაიმუნებში. ა. ვასერმანთან ერთად შეიმუშავა ათაშანგის სეროლოგიური დიაგნოსტიკა — ვასერმანის რეაქცია.