ალენ ვუდი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | დუგლას ალენ ვუდი |
დაბ. თარიღი | 3 ოქტომბერი, 1955 |
დაბ. ადგილი | ნეშვილი |
გარდ. თარიღი | 26 აგვისტო, 2000 (44 წლის)[1] |
გარდ. ადგილი | ქუინზი, ნიუ-იორკი |
ჟანრ(ებ)ი | |
საქმიანობა | |
ინსტრუმენტ(ებ)ი | |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
Epiphone Rumble Kat Gibson Thunderbird |
ალენ ვუდი (ინგლ. Allen Woody; დ. 3 ოქტომბერი, 1955 — გ. 26 აგვისტო, 2000, კუინზი, ნიუ-იორკი) — ამერიკელი მუსიკოსი, ბას-გიტარისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილი არის, როგორც Allman Brothers Band-ის წევრი და ჯგუფ Gov’t Mule-ის თანადამაარსებელი.
ალენი დაიბადა 1955 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქ ნეშვილში, ტენესში. იგი ახალგაზრდობაშივე დაეუფლა მანდოლინასა და ბას-გიტარაზე დაკვრას. 1970-იანი წლებში ვუდი უკრავდა ჯაზ-ფიუჟენ ჯგუფში Montage, ხოლო 1980-იანებში მოღვაწეობდა Kiss-ის ყოფილ დრამერ პიტერ კრისთან ერთად ჯგუფ Criss Penridge Alliance-ში. 1989 წელს გიტარისტ უორენ ჰეინესთან ერთად შეუერთდა The Allman Brothers Band-ს. 1994 წელს ვუდიმ და ჰეინესმა, დიკი ბეტსთან და დრამერ მეტ აბტსთან ერთად ჩამოაყალიბეს გვერდითი პროექტი Govt’t Mule. სამი წლის შემდეგ, 1997 წელს ჰეინესმა და ალენმა გადაწყვიტეს The Allman Brothers-ის დატოვება, რათა დრო მთლიანად დაეთმოთ Gov’t Mule-ისთვის.
2000 წლის 26 აგვისტოს, შაბათს დილით, ალენი გარდაცვლილი იპოვეს სასტუმრო Marriot Countryard Motel-ში, ქუინზში, ნიუ-იორკი.
კანდადურმა ჯგუფმა Big Sugar ალენ ვუდს მიუძღვნა სიმღერა „Nashville Grass“. ხოლო 2002 წელს ბასისტმა მაიკ გორდონმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „Rising Low“, ალენ ვუდისა და სხვა გამოჩენილი ბასისტების შესახებ.
The Allman Brothers Band-ში ჩაწერილი ალბომები:
Gov't Mule-ში ჩაწერილი ალბომები:
|