ალესანრო როლა (დ. 22 აპრილი, 1757 — გ. 15 სექტემბერი, 1841) — იტალიელი ვირტუოზი მევიოლინე, კომპოზიტორი და პედაგოგი, მილანის კონსერვატორიის პროფესორი. განთქმულია როგორც ნიკოლო პაგანინის მასწავლებელი.
როლა დაიბადა იტალიის ქალაქ პავიაში. მოგვიანებით გადავიდა მილანში სადაც 1770–1778 წლებში გიან ანდრეა ფიორონისთან სწავლობდა.