ალექსანდრე პოტებნია | |
---|---|
ალექსანდრე პოტებნია | |
დაბ. თარიღი | 10 (22) სექტემბერი, 1835[1] ან 22 სექტემბერი, 1835[1] |
დაბ. ადგილი | Romensky Uyezd |
გარდ. თარიღი | 29 ნოემბერი (11 დეკემბერი), 1891 (56 წლის) ან 11 დეკემბერი, 1891[1] (56 წლის) |
გარდ. ადგილი | ხარკივი[2] |
დასაფლავებულია | St. John Useknovensky cemetery და Thirteenth City Cemetery, Kharkiv |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, ფილოსოფოსი, ლიტერატურათმცოდნე და მწერალი |
მუშაობის ადგილი | ხარკოვის უნივერსიტეტი და ხარკოვის უნივერისტეტი |
ალმა-მატერი | ხარკოვის უნივერისტეტი |
განთქმული მოსწავლეები | Dmitry Ovsyaniko-Kulikovsky |
სამეცნიერო ხარისხი | დოქტორის ხარისხი[3] |
ჯილდოები | კონსტანტინეს მედალი და ლომონოსოვის პრემია |
გავლენა მოახდინეს | |
ალექსანდრე პოტებნია (რუს. Алекса́ндр Афана́сьевич Потебня́;[4] უკრ. Олекса́ндр Опана́сович Потебня́; დ. 22 სექტემბერი, 1835 ― გ. 11 დეკემბერი, 1891) ― რუსი[5][6][7] და უკრაინელი[8] ლინგვისტი, ფილოსოფოსი და პანსლავისტი. ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის ლინგვისტიკის პროფესორი.[9][10][11] ცნობილია, როგორც რუსული ფონეტიკის ევოლუციის სპეციალისტი.
შეიმუშავა ენისა და ცნობიერების თეორია, რომელმაც მოგვიანებით მის თანამემამულეზე, ფსიქოლოგ ლევ ვიგოტსკიზე იქონია გავლენა.[12] მისი მთავარი ნაშრომია „აზრი და ენა“ (1862).[13] რამდენიმე ნაშრომი გამოაქვეყნა რუსული გრამატიკის, რუსული ენის ბგერათა ისტორიისა და სლავური ხალხური პოეზიის შესახებ. უკრაინულ ენაზე თარგმნა ჰომეროსის ოდისეის მცირე ფრაგმენტი.[14] იყო სანქტ-პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის კორესპონდენტი წევრი.