ალი და ნინო | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | რომანი |
ავტორი | ყურბან საიდი |
ალი და ნინო (აზერ. Əli və Nino) — ყურბან საიდის პოპულარული აზერბაიჯანული რომანი. ნაწარმოებში მოთხრობილია ორი ბაქოელის აზერბაიჯანელი-მუსლიმი ალი ხან შირვანშირისა და ქართველი-ქრისტიანი ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია. რომანში მოქმედება კავკასიასა და ირანში პირველი მსოფლიო ომის ფონზე ვითარდება. რომანის სიუჟეტის მოქმედება XX საუკუნის დასაწყისის ძველ ბაქოში (იჩერი-შეჰერი) და მის სიახლოვეს ვითარდება.
2016 წელს გამოვიდა წიგნის ეკრანიზაცია.