ალა ალ-დინ ალი იბნ მუჰამედ (დ. 1403 — გ. 16 დეკემბერი, 1474) ცნობილი როგორც ალი ყუშჯი — თემურიდების ეპოქის ასტრონომი, მათემატიკოსი და ფიზიკოსი, წარმოშობით სამარყანდიდან, რომელიც მოგვიანებით ოსმალეთის იმპერიაში დასახლდა დაახლოებით 1472 წლამდე. ულუღ ბეგის მოწაფე. დიდი როლი მიუძღვის ასტროფიზიკის განვითარების საქმეში. მისი წარმოშობის თაობაზე დღესაც დავაა თუმცა იგი მიჩნეულია თურქულენოვან ან სპარსელ მოღვაწედ.