ალინ ბროშ მაკ-კენა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 2 აგვისტო, 1967[1] [2] [3] (57 წლის) |
დაბადების ადგილი | ნიუ-ჯერსი |
საქმიანობა | სცენარისტი[4] , showrunner და კინორეჟისორი |
მოქალაქეობა |
![]() |
ალმა-მატერი | ჰარვარდის უნივერსიტეტი[5] , ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და Saddle River Day School |
Magnum opus | ეშმაკი ატარებს პრადას და 27 Dresses |
ალინ ბროშ მაკ-კენა (ინგლ. Aline Brosh McKenna; დ. 2 აგვისტო, 1967) — ამერიკელი სცენარისტი და პროდიუსერი.
ალინ ბროშ მაკ-კენა დაიბადა საფრანგეთში, მაგრამ გაიზარდა ნიუ-ჯერსიში. დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი და შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დაიწყო მუშაობა სხვადასხვა გამომცემლობებში შტატგარეშე მწერლად.[6] მისი პირველი ნამუშევარი იყო 1999 წლის ფილმი Three to Tango, რომელშიც ის სცენარის თანაავტორობით მოგვევლინა, რის შემდეგაც მან მუშაობა დაიწყო რობერტ ჰარლინგთან ერთად ფილმზე Laws of attraction (2004). ალინ ბროშ მაკ-კენას კარიერაში გარდატეხა მოხდა 2006 წელს ფილმი „ეშმაკი ატარებს პრადას“ გამოსვლით, რომელმაც მიიღო BAFTA და აშშ სცენარისთა გილდიის ნომინაციები საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის[7][8]. მას შემდეგ მან დაწერა სცენარები ფილმებისთვის „27 ქორწილი“ (2008), „Morning Glory“ (2010), „არ ვიცი, როგორ აკეთებს ამას“ (2011), „ჩვენ ვიყიდეთ ზოოპარკი“ (2011) და „ენი“ (2014).
2015 წელს ალინ ბროშ მაკ-კენამ ტელევიზიაშიც სცადა ბედი: The CW-ისთვის შექმნა სერიალი შეშლილი ყოფილი (Crazy Ex-Girlfriend).[9]