ალპერმი, ალფენოლი ან ალფერი — შენადნობების ერთ-ერთი კლასი, რომელიც შეიცავს 83-90% რკინასა და 10-17% ალუმინს. ძირითადად, ალუმინი შენადნობის მასის 16%-ს შეადგენს.[1] შენადნობი გამოიყენებოდა მეორე მსოფლიო ომში, იაპონელების მიერ, ისინი მას მაგნეტოგადამყვანების დამსამზადებლად იყენებდნენ, რომელიც შეიცავდა 12,7-12,9% ალუმინს.[2] ასევე გამოიყენება რეზისტორების დასამზადებლად.