ამერიკის კინოინსტიტუტის ფილმების კატალოგი | |
---|---|
საიტი | ოფიციალური |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | ონლაინ-მონაცემთა ბაზა |
რეგისტრაცია | არასავალდებულო |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
შემქნელი | ამერიკის კინოინსტიტუტი |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
ამერიკის კინოინსტიტუტის ფილმების კატალოგი (ინგლ. AFI Catalog of Feature Films, აგრეთვე AFI Catalog)[1] — ამერიკის კინოინსტიტუტის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ყველა ადრეული და თანამედროვე ამერიკული კომერციული ფილმის კატალოგიზაციას. თავდაპირველად გამოიცემოდა წიგნების სერიის სახით, თუმცა მოგვიანებით იქცა უმსხვილეს ონლაინ-მონაცემთა ბაზად.
კატალოგში შესულ ყველა ფილმს მითითებული აქვს სათაური, სიუჟეტური და ფიზიკური აღწერა, გამოსვლის თარიღი, ფილმზე მომუშავე პერსონალისა (რეჟისორის, სცენარისტის პროდიუსერის, მსახიობის და ა.შ.) და მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების სახელები.