ამერიკული პოპი (ინგლ. American Pop) — რეჟისორ რალფ ბაკშის 1981 წლის ანიმაციური ფილმი. მისი სიუჟეტი ტრიალებს რუსი ემიგრანტების ოთხი თაობის ირგვლივ. ძირითადად, მოთხრობილია მათ როლზე ამერიკული პოპულარული მუსიკის ისტორიაში. ფილმის დიდი ნაწილი გადაღებულია როტოსკოპის მეშვეობით - მეთოდით, რომელიც წარმოადგენს მსახიობების ფირზე დაფიქსირებას და მათი მოძრაობების მთელი სიზუსტით ნახატი ფაზების სახით გადატანას. თუმცა, გარდა ამისა, ფილმში გამოიყენება აკვარელი, კომპიუტერული გრაფიკა და საარქივო კინომასალები.