ამფიუმისებრნი

ამფიუსებრნი
ამფიუმა(Amphiuma means)‎
ამფიუმა(Amphiuma means)‎
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Amphimidae

ამფიუსებრნი (ლათ. Amphimidae) — კუდიანი ამფიბიების ოჯახი. შეიცავს ერთ გვარს, ერთ სახეობას — ამფიუმას (Amphiuma means). გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ამფიუსებრთა სხეულის სიგრძე 100 სმ-ს აღწევს. მოკლე და განუვითარებელ კიდურებს ისინი ვერ იყენებენ. სუსტად განვითარებული უქუთუთოო თვალები ნაზი კანით აქვთ დაფარული. დედალი კვერცხს ნოტიო ნიადაგში ყრის, გარს ეხვევა და ასე რჩება ლარვების გამოჩეკამდე. ზრდასრულ ამფიუსებრთ ფილტვებთან ერთად აქვთ შინაგანი ლაყუჩები და ლაყუჩის გარეგანი ხვრელები.

  • ქსე, ტ. 1, გვ. 415, თბ., 1975.