ამხანაგი იქსი

„ამხანაგი იქსი
ინგლ. Comrade X
დამდგმელი რეჟისორი კინგ ვიდორი
პროდიუსერი გოტფრიდ რეინჰარდტი,
კინგ ვიდორი
სცენარის ავტორი ბენ ჰექტი,
ჩარლზ ლედერერი,
უოლტერ რაიში,
ჰერმან მარკევიჩი
როლებში კლარკ გეიბლი,
ჰედი ლამარი
კომპოზიტორი ბრონისლავ კაპერი
ოპერატორი ჯოზეფ რუტენბერგი
მხატვარი სედრიკ გიბონსი
სტუდია Metro-Goldwyn-Mayer
გამოსვლის თარიღი 1940
ხანგრძლივობა 90 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $ 920 000

„ამხანაგი იქსი“ (ინგლ. Comrade X) — 1940 წლის ამერიკული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია კინგ ვიდორი.

1940 წლის რუსეთი. ამერიკელი ჟურნალისტი მაკკინლი ბ. „მაკ“ ტომფსონი თავისი გაზეთისთვის სათაკილო სტატიებს წერს საბჭოთა რუსეთზე და ხელს აწერს ფსევდონიმით „ამხანაგი იქსი“. კამერდინერი ვანია, რომელმაც გაშიფრა ჟურნალისტი, აშანტაჟებს და აიძულებს მისი ქალიშვილის ქვეყნიდან გაყვანაზე დაითანხმოს. გოგონა თანახმაა ჟურნალისტთან ფიქტიურ ქორწინებაზე, მაგრამ საქმეში ერთვება კომისარი ვასილიევი, რომელიც მოწადინებულია „ამხანაგი იქსი“ გამოააშკარაოს და დაიჭიროს.

  • კლარკ გეიბლი — მაკკინლი ბ. „მაკ“ ტომფსონი
  • ჰედი ლამარი — ფედორა იაჰუპიცი, „გოლუბკა“
  • ივ არდენი — ჯეინ უილსონი
  • ოსკარ ჰომოლკა — კომისარი ვასილიევი
  • ფელიქს ბრესარი — იგორ იაჰუპიცი / ვანია

ფილმი ნომინირებული იყო „ოსკარზე“ საუკეთესო სცენარისთვის.

ომამდელ ამერიკულ ფილმებში საბჭოთა კავშირი ნაჩვენები იყო როგორც ჩამორჩენილი, მწუხარე, დეპრესიული და ტოტალიტარული. მას შემდეგ, რაც ამერიკა სსრკ-ის მოკავშირე გახდა, ჰოლივუდში საბჭოთა ხალხის განსახიერების ფორმები შეიცვალა მამაცი, დაფასებული, თავისუფლებისმოყვარული განმანთავისუფლებლებით. დიდმა ბრიტანეთმა სპეციალურად ამოიღო კინოთეატრებიდან კინოფილმი „ამხანაგი იქსი“.[1]

რესურსები ინტერნეტში

[ჩასწორება | წყაროს ჩასწორება]
  1. Michael Fullilove (2013-04-24). Rendezvous with Destiny. ISBN 9780857970442.